სახლის ყოველდღიური დალაგების რუტინას კიდევ უფრო ამარტივებს იატაკის საწმენდი ჯოხი თუ მოპი. ამ ნივთების საშუალებით პრობლემას აღარ წარმოადგენს მტვრის, ლაქებისა თუ ბაქტერიების მოშორება. სახლის მოვლა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი VELI.store-ის დახმარებით შეგიძლია გაიმარტივო. აქ აღმოაჩენ იატაკის მოვლის აქსესუარებს თუ სხვა საწმენდ საშუალებებს სახლიდან გაუსვლელად. შეუკვეთე და შენაძენი შენს ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით იქნება.
შეარჩიე იატაკის საწმენდი მოპი VELI.store-ზე
სხვადასხვა ტიპის იატაკს განსხვავებული მოვლა სჭირდება. Vileda, იატაკის საწმენდი მოპი კი ნებისმიერი ტიპის იატაკისთვის არის მოსახერხებელი. პროდუქტი გამოიყენება პარკეტისა თუ ლამინატის მშრალი და სველი დასუფთავებისთვის. 3600-ით მბრუნავი თავი ამარტივებს მოპის სასურველი ფორმით გამოყენებას. ტილოს მასალა უზრუნველყოფს, რომ წმენდისას არ დარჩეს კვალი და ზედაპირზე არსებული სითხე სრულად გაშრეს.
ხშირი გამოყენების შემდეგ იატაკის საწმენდი გამოცვლას საჭიროებს. ველიზე მოპის სათადარიგო ტილოების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდები. Kleaner-ის მოპის ტილო აშორებს ცხიმს, ჭუჭყსა და მტვერს. მისი გაწურვა დიდი ძალისხმევის გარეშეც მარტივად შესაძლებელია. აქვე შეგიძლია შეარჩიო Titiz-ის ბრენდის იატაკის მოპის სათადარიგო თავი რეზინით.
იატაკის საწმენდი ჯოხის სივრცეში მოთავსებამ შესაძლოა ადგილი დაიკავოს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად კარგი ვარიანტია მოპების და ჯოხების სამაგრი. ძლიერი დამჭერები უზრუნველყოფს, რომ მოპი მყარად განთავსდეს, ხოლო მისამაგრებლის რაოდენობა (4 ცალი) კი ამარტივებს რამდენიმე საწმენდი ჯოხის ერთდროულად კომფორტულ შენახვას.
იატაკის საწმენდი ჯოხი საწურით
ველის მომხმარებლების რჩეული პროდუქტია Vileda, იატაკის საწმენდი მოპი სათლით და საწურით. ეს მოპი საწურით ნებისმიერი ტიპის იატაკისთვის არის განკუთვნილი, ასუფთავებს რთულად მისადგომ ადგილებს და ჩამჯდარ ჭუჭყს. კომპლექტში გაერთიანებულია სათლიც, რომლის სახელურიც ამარტივებს მთლიანი ნივთის გადაადგილებას. ცალკე გამოყოფილი წყლის სივრცე და საწური, საშუალებას იძლევა სისტემაში არსებული პედლის დახმარებით დარეგულირდეს ტილოს რეცხვისა და წურვის დონე.
ეფექტური წმენდისთვის ველიზე ასევე შეგხვდება იატაკის ორთქლის საწმენდი, რომელიც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე კლავს ბაქტერიებს. მოწყობილობის გამოყენება მოსახერხებელია ხალიჩებისთვის და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის იატაკისთვის. მოწყობილობის კაბელის სიგრძე 6 მეტრია, რაც საშუალო ზომის სივრცის დასუფთავებისთვის კომფორტულია.
შეარჩიე იატაკის საწმენდი, აღმოაჩინე იატაკის მოვლისთვის საჭირო ნივთები ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე, 3 საათში.