სუნამო ის ატრიბუტია, რომელიც დახმარებითაც ადამიანი საკუთარ პიროვნებასა და სტილს გამოხატავს. სასურველი სუნამოს შერჩევა VELI.store-ზე შეგიძლია, სადაც მრავალფეროვან არჩევანს აღმოაჩენ. აქ შეხვდები ისეთი ბრენდების სუნამოებს, როგორებიცაა:
- Acqua di Parma
- Roger & Gallet
- Byredo
- L'Occitane
აღმოაჩინე ნიშ პარფიუმერია ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ქალის სუნამოები VELI.store-ზე
ველიზე აღმოაჩენ როგორც ქალის, ასევე კაცის სუნამოების ფართო ასორტიმენტს. ქალის მოთხოვნად სუნამოებს შორის არის Byredo Bal D'Afrique edp, რომელსაც ქარვისებრი არომატი აქვს. საინტერესოა, რომ კონცეფცია 1920-იანი წლების პარიზისა და აფრიკული კულტურის შერწყმით შეიქმნა. სუნამოს აქვს ცოცხალი ციტრუსოვანი, ტკბილი ფორთოხლის ყვავილისა და ეგზოტიკური ვეტივერის ნოტები.
სუნამოს გამოყენებამდე რამდენიმე დეტალს მიაქციე ყურადღება:
- გამოყენებისას შეისხურე ნოტიო და სუფთა კანზე;
- გაითვალისწინე კონცენტრაცია;
- არ შეიზილო კანზე ინტენსიურად;
ქარვისებრი ყვავილოვანი სურნელი აქვს სუნამოს Laurent Mazzone Soleil Infidele Extreme edp, რომელიც 2022 წელს შეიქმნა. ზედა ნოტი აერთიანებს ქოქოსის წყალს და ლიმონის ცედრას. შუა ნოტები - ჟასმინსა და ორქიდეას, ხოლო ქვედა - ვანილს, ტიარსა და ქარვას.
აღმოაჩინე კაცის სუნამოები
ზოგადად კაცის სუნამოები განსხვავებული ნოტებისა და კომპოზიციების მიხედვით არის შექმნილი. ამ ტიპის სუნამოებიდან აღმოსავლური არომატებით არის გამორჩეული Scentologia Sil.lage. Edp, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. სუნამო აერთიანებს ფორთოხლის, ტკბილი ნიახურის, ხილის ნოტების, ქარვასა და ვანილის ტონებს.
2024 წლის გამორჩეულ სუნამოებს შორის არის ჟულიეტ კარაგუზოგლუს მიერ შექმნილი Montblanc Men Extreme Leather edp. სუნამოს ტყავის, ირისისა და მუშკის არომატები აქვს.
რა პირობებში შევინახოთ სუნამოები
უპირველესად, მნიშვნელოვანია, რომ სუნამოს ფლაკონი მზის პირდაპირი სხივებისგან და სინესტისგან (არ შეინახო სააბაზანოში) დავიცვათ. ნეიტრალური გარემო ამ პროდუქტისთვის იდეალურია, ამიტომ ნუ იჩქარებ მისი მუყაოს ყუთის გადაგდებას, რადგან სწორედ მასში იგრძნობს თავს ყველაზე კარგად. სუნამოს შენახვა კარადაში, უჯრაში ან ნებისმიერ მშრალ, გრილ ადგილასაა რეკომენდებული.
შეარჩიე სუნამოები VELI.store-ზე და ისარგებლე ყველაზე კომფორტული შეთავაზებებითა და განვადებით ნებისმიერ ნივთზე. არ აქვს მნიშვნელობა ქალისთვის ეძებ სუნამოს თუ კაცის სუნამოებით ხარ დაინტერესებული, ველიზე ყველა სქესისა და ასაკის ადამიანისთვის იპოვი პროდუქტს, რომლის შეძენაც ონლაინ შეგიძლია, ხოლო ნივთს 3 საათში შენ სახლში მიიღებ.