სახის კანის რეგულარული მოვლა აუცილებელია მისი ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. სწორად შერჩეული რუტინა ხელს უწყობს ნაადრევი დაბერების პრევენციას, აკნეს კონტროლს და კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე შეგიძლია შეარჩიო შეგიძლია შეარჩიო სახის კანის მოვლისთვის სხვადასხვა ტიპის პროდუქტები. მათ შორის:
- დამატენიანებელი
- შრატი
- მზისგან დამცავი
- ნიღაბი
შეარჩიე სასურველი ნივთები სახელიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით, 3 საათში.
სახის დამატენიანებელი
კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად სახის დამატენიანებელი აუცილებელია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და სიჯანსაღეს. სწორად შერჩეული დამატენიანებელი აკონტროლებს ცხიმოვან ბალანსს, ამცირებს ნაოჭების გაჩენას და კანს სძენს ბზინვარებასა და კომფორტს. ველიზე მარტივად შეგიძლია შეარჩიო სახის დამატენიანებელი. მაგალითად, მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებშია CeraVe დამარბილებელი კრემი, რომელიც არბილებს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. სალიცილის მჟავით კრემი ნაზად ასუფთავებს კანს და იცავს ბუნებრივ ბარიერს. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და ჰიპოალერგიულია.
ნორმალური და მშრალი კანისთვის არის შექმნილი ამერიკული ბრენდის Cerve-ს დამატენიანებელი ლოსიონი, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში. პროდუქტი უზრუნველყოფს ეპიდერმისის აღდგენას და დამშვიდებას. ლოსიონი რეკომენდებულია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო პროდუქტები სახის კანის წმენდისთვის და ტუჩის მოვლისთვის.
მზისგან დამცავი
კანის მზის ულტრაიისფერი სხივებისგან (UVA და UVB) დასაცავად (SPF) აუცილებელია. საინტერესოა, რომ მზისგან დაცვა რეკომენდებულია წლის ნებისმიერ სეზონზე, თუნდაც მოღრუბლულ დღეებში. ველიზე შეარჩევ კორეული ბრენდის Yadah-ს მზისგან დამცავ სითხეს. პროდუქტი უზრუნველყოფს PA +++, UVA და UVB სხივებისგან დაცვას. გარდა ამისა, ატენიანებს და კვებავს ეპიდერმისს. სითხე რეკომენდებულია ყველა ტიპის და მგრძნობიარე კანისთვის.
ფრანგული ბრენდის Vichy-ს მზისგან დამცავი spf 50 ხელს უშლის ნაოჭების და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. პროდუქტის ფორმულაში შემავალი მინერალური პიგმენტი ანიჭებს კანს ერთგვაროვან იერს. მსუბუქი სტრუქტურა კი არ ტოვებს კვალს.
შეარჩიე სახის კანის მოვლის საშუალებები ველიზე, აღმოაჩინე ტოპ ბრენდების, Vichy-ს, 7 Days, CeraVe-ს, Soskin-ის თუ Bioderma-ს პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.