უფასო მიწოდება
სერვირების ლანგარი
ნივთის ზომა: 54 x 32 x 5.5 სმ
მასალა: უჟანგავი ფოლადი 18/10, ხე
არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა
WMF-ის Club სერვირების ლანგარი აერთიანებს დახვეწილ დიზაინსა და ფუნქციურობას, რაც მას იდეალურ აქსესუარად აქცევს როგორც ყოველდღიური, ისე განსაკუთრებული სერვირებისთვის. შავი ლაქირებული ხის ზედაპირი და 18/10 უჟანგავი ფოლადის სახელურები უზრუნველყოფს გამძლეობას, სტაბილურობასა და ელეგანტურ ესთეტიკას.
მაღალი კიდეები უზრუნველყოფს ლანგრის მარტივ გადაადგილებას. მისი ფართო ზედაპირი იდეალურია ჭიქების, ბოთლების, თეფშებისა და წასახემსებლების სერვირებისთვის. არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, შეგიძლიათ გაწმინდოთ ნესტიანი ტილოთი.
პრემიუმ ხარისხის მასალები - ბუნებრივი ხე და Cromargan® 18/10 უჟანგავი ფოლადი გამძლეობისა და დახვეწილი დიზაინის იდეალური კომბინაციაა
უსაფრთხო და სტაბილური სერვირება - მაღალი კიდეები და გამძლე სახელურები უზრუნველყოფს კომფორტულ ტრანსპორტირებას.
უნივერსალური გამოყენება - იდეალურია როგორც ყოველდღიური, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შიდა და გარე სივრცისთვის.
WMF - 1853 წელს გერმანიაში დაარსებული ბრენდია, რომელიც ქმნის პროდუქტს სამზარეულოსა და სერვირებისთვის. მათ პროდუქციაში შედის ქვაბები, ტაფები, დანები, სამზარეულოს აქსესუარები და პროფესიონალური ყავის აპარატები. WMF-ის ჭურჭელი და აქსესუარები ფუნქციურად მოსახერხებელია და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი და გაძლევთ ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას. WMF-მრავალფეროვანი ასორტიმენტი განკუთვნილია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე განსაკუთრებული დღეებისთვის.
WMF-ის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, კომფორტული და პრაქტიკული პროდუქცია, რომელიც პასუხობს ყოველდღიურ მოთხოვნებს. ბრენდი წარმატებით მუშაობს მსოფლიო ბაზარზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.