უფასო მიწოდება
Terranova თუთიის კომპლექსი 15 მგ, 50 კაფსულა
აღადგენს თუთიის დეფიციტს ორგანიზმში & აძლიერებს იმუნურ სისტემას
მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესებში
ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, კანის, თმისა & ფრჩხილების გაჯანსაღებას
50 კაფსულა
ვეგანური
Terranova - თუთიის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ დანამატს. თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და მრავალი სასიცოცხლო პროცესის რეგულირებაში. ის ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას, შენებას, აღდგენასა და დაცვას და ასევე წარმოადგენს 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს. ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატების სახით.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მაღალბიოშეღწევად თუთიასა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
თუთია ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებას და ჭრილობების შეხორცებას. მონაწილეობს ოვულაციასა და ნაყოფის განვითარებაში. მნიშვნელოვანია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის განვითარებისა და ბადურას ჯანმრთელობისთვის. უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში.
დანიშვნის ჩვენება :
თუთიის დეფიციტი
იმუნიტეტის დაქვეითება
სქესობრივი განვითარების შეფერხება
კანის დაავადებები
კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
ჭრილობები
მხედველობის დაქვეითება
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე.
ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი. დამზადებულია დიდ ბრიტანეთში.
თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 15მგ
Magnifood-ის კომპლექსი – 400მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250მგ
სპირულინა (Arthrospira platensis) - 75მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50მგ
ასაიას კენკრა (Euterpe oleracea) - 25მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა წყალი
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უსაფრთხოება:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.