უფასო მიწოდება
Snacky
მიწისთხილის კარაქი,Peanut Butter
სნექის მისია ჯანსაღი წასახემსებელის კულტურის შექმნაა. ხელოვნური დანამატებით გაჯერებული ნახევარფაბრიკატების ჩანაცვლება ნოყიერი, ახლად მომზადებული მიწისთხილის კარაქით. ჩვენი უპირატესობა დროა. იმპორტირებული მიწისთხილის კარაქი ტრანსპორტირებისას, კონტეინერში რამოდენიმე თვეს ატარებს და დაახლოებით ამდენივეს მაღაზიის თაროზე. მომხმარებელთან მოხვედრისას მისი დამზადებიდან ნახევარ წლამდეა გასული. ამ დროის განმავლობაში ის გემოვნურ თვისებებს კარგავს. ბუნებრივია რომ ამის გამო, გემოს და კონსისტენციის შესანარჩუნებლად მრავალ ხელოვნურ დანამატს საჭიროებს. სნექის მიწისთხილის კარაქი წარმოებიდან მომხმარებლამდე უმოკლეს დროში ხვდება. სადაც არ უნდა შეიძინო სნექი, ის რამოდენიმე დღის დამზადებული იქნება. ამის გამო გემოვნური თვისებები მძაფრია, კონსისტენცია კი ჰაეროვანი. სნექის გახსნისას მაშინვე იგრძნობა ახლად მოხალული მიწისთხილის სასიამოვნო არომატი.
მიწისთხილის კარაქი, სნექი, იწარმოება საქართველოში, რომელიც არის ყოველთვის ახალი და ჯანსაღი, დამზადებულია მხოლოდ 100%-ით NON GMO და ახლად მოხალული მიწისთხილის მარცვლებისაგან და არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს. გამდიდრებულია ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით.
ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ მიწის თხილის კარაქი მიწის თხილისგან მზადდება, რომელსაც წმინდად ფქვავენ. ნატურალური დანამატებს ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს, ან შესაძლოა, შეიცავდეს მინიმალური ოდენობით, რაც ყოველთვის მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე. მათ შორის, მიწისთხილის კარაქის შემადგენლობაში დასაშვებია მარილის არსებობა. სწორედ ამიტომ, როდესაც მიწის თხილის კარაქს საჭმელში მოიხმართ, ყურადღებით იყავით – არ დაამლაშოთ.
ეს პროდუქტი, მათ შორის, მაგალითად, პირველი ქართული მიწისთხილის კარაქი სნექი, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუკი მას ზომიერად მოიხმართ.
მიწის თხილის სასარგებლო თვისებები სრულყოფილად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ რეგულარულად მოხმარებისას მიწისთხილის კარაქში შემავალი ნივთიერებები:
ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან გამკლავებას.
აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
აძლიერებს იმუნიტეტს.
ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;ინარჩუნებს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო);
წონის დაკლების მსურველებისთვის – 25 გრ ანუ 1 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
წონის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობისთვის – 50 გრ ანუ 2 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
კუნთოვანი მასის გასაზრდელად – 75 გრ მიწისთხილის კარაქი ანუ 3 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!).
1 სუფრის კოვზი (თავმოდგმული) = 35 გრ, 206 კკალ
1 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი) = 24 გრ, 142 კკალ
1 დესერტის კოვზი (თავმოუდგმელი) = 16 გრ 94 კკალ
1 ჩაის კოვზი (თავმოდგმული) = 12 გრ, 71 კკალ
1 ჩაის კოვზი (თავმოუდგმელი) = 8 გრ, 47 კკალ
ქილის გახსნამდე პროდუქტი თამამად შეგიძლიათ, უმაცივროდ შეინახოთ. მიწისტხილის კარაქის შენახვის ვადა პირდაპირ არის დამოკიდებული შენახვის პირობებზე. მაგალითად, გრილ და ბნელ ადგილზე შენახვისას მიწისთხილის კარაქი სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ხოლო სინათლისა და სითბოს ზემოქმედება ამ ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
იმ პროდუქტის სტრუქტურა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება, განსხვავდება მაცივარში შენახული პროდუქტის სტრუქტურისგან. ოთახის ტემპერატურაზე მიწისთხილის კარაქი რბილდება, ხოლო მაცივარში, დაბალ ტემპერატურაზე, უფრო მაგრდება.
შენახვის დაბალი ტემპერატურა პროდუქტის შენახვის ვადას ზრდის. სიცივეში შენახვის შემთხვევაში უკეთესად შენარჩუნდება მიწისთხილის კარაქის სასარგებლო თვისებები (მიწისთხილის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, ვიტამინები, ცილები, პოლიუჯერი ცხიმები).
იწის თხილის კარაქის შენახვის ვადა 12 თვეა და ვადის ათვლა პროდუქტის დამზადების თარიღიდან იწყება (თუკი ქილა არ არის გახსნილი). ქილის გახსნის შემდეგ კი ,იწისთხილის კარაქის შენახვის ვადა 3 თვეა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.