უფასო მიწოდება
Russell Hobbs 26452-56 კომპაქტური ზომის ყავის აპარატის დახმარებით დღეს არომატული ესპრესოთი დაიწყებთ. ყავის აპარატის 15 Bar წნევა უზრუნველყოფს ყოველ ჯერზე შეუდარებლად არომატული ესპრესოს მომზადებას. რძის ამომყვანი უზრუნველყოფს სრულყოფილი, შესანიშნავი კონსისტენციის რძის ქაფის მომზადებას, რაც საშუალებას გაძლევთ ესპრესოსთან ერთად, ლატე ან კაპუჩინო მოამზადოთ.
ყავის აპარატს აქვს ჭიქის შეთბობის ფუნქცია და წყლის კონტეინერი, რომელიც მარტივად იხსნება. Russell Hobbs 26452-56-ის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, აქვს დახვეწილი დაიზაინი და ნებისმიერ სამზარეულოს დაამშვენებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.