უფასო მიწოდება
PRO PLAN-ის კატის მშრალი საკვები თირკმლის ჯანმრთელობისთვის. ბევრ კატას აქვს მიდრეკილება თირკმელების დაავადებებისკენ, მაგრამ სწორად შერჩეული კვება ხელს უწყობს ამ პრობლემის თავიდან აცილებას. PRO PLAN-ის ექსპერტებმა შეიმუშავეს Original Optirenal Adult – სპეციალური მშრალი საკვები, რომელიც მოზრდილი კატების თირკმელების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მათ ორგანიზმს ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით ამარაგებს. საკვების მთავარი ინგრედიენტია ქათამი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიას და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. სპეციალური Optirenal ფორმულა მხარს უჭერს თირკმელების ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს შარდის ოპტიმალურ pH ბალანსს. ამ საკვების დახმარებით თქვენი კატა იქნება მხნე, ჯანმრთელი და აქტიური ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქათამი (21%), ფრინველის მშრალი ცილა, ხორბალი, სიმინდის წებოვანა, ცხოველური ცხიმი, ხორბლის ფხვნილი, სიმინდი, ვარდკაჭაჭას ხმელი ფესვი, მინერალები, ხორბლის წებოვანა, თევზის ზეთი, არომატიზატორი დანამატი, საფუარი, კონსერვანტები, ვიტამინები, ამინომჟავები, ანტიოქსიდანტები. ცილა: 36%, ცხიმის შემცველობა: 16%, ნედლი ნაცარი: 7,5%, ნედლი ბოჭკოვანი: 1,5%.
Purina-ს ისტორია 1894 წელს დაიწყო, როცა უილიამ დენფორთმა ჯორჯ რობინსონთან და უილიამ ენდრიუსთან პარტნიორობით შექმნა კომპანია, რომელიც ფერმის ცხოველების კვებაზე იყო ორიენტირებული. კომპანიამ სახელი 1902 წელს Ralston Purina-ად გადაირქვა. წლების განმავლობაში კომპანიამ არაერთი ინოვაცია დანერგა შინაური ცხოველების კვების კულტურაში.
საკვების ფორმა, რომელიც დღეს თითქმის ცხოველის ყველა საკვებს აქვს, სწორედ მის სახელს უკავშირდება. გარდა ამისა, კომპანია ყველა ასაკის ცხოველის საჭიროებებს აქცევდა ყურადღებას და პირველები იყვნენ, ვინც ლეკვებისა და კნუტების საკვებში დამატებითი ვიტამინები და პროტეინები შეიტანა. წლების განმავლობაში კომპანია მხარს უჭერდა სხვადასხვა ორგანიზაციებს ცხოველების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
2001 წელს Ralston Purina ნესტლემ იყიდა, რათა ცხოველების მოვლა და მათი ჯანსაღი და გემრიელი საკვებით უზრუნველყოფა მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყო შესაძლებელი. კომპანია დღემდე აგრძელებს განვითარებას. 1984 წელს Purina-მ დაიწყო ინოვაციური პროცესი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ნამდვილი ხორცის საკვებში გამოყენება. შედეგად გაეშვა Purina Pro Plan, შინაური ცხოველების საკვების პირველი ბრენდი, რომელმაც გრანულები ნამდვილი ხორცისგან დაამზადა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.