უფასო მიწოდება
MYSOIL
გაცრილ-დამუშავებული სუბსტრატი, რომელიც მცენარეთა უმეტესობისთვის გამოიყენება
მოცულობა: 10 ლ
საუკეთესო ხარისხის გაცრილ-დამუშავებული სუბსტრატი, რომელიც მცენარეთა უმეტესობისთვის გამოიყენება.
ტყის მიწა – ნატურალური, ბუნებრივი, ბიოლოგიურად გამდიდრებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით.
აგროპერლიტი – დიდი ხნით ინარჩუნებს ტენიანობას, ეხმარება მცენარეს აერაციაში და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
ტორფი – ადვილად იწოვს წყალს და ინარჩუნებს ტენიან გარემოს, ასევე მცენარეს ეხმარება აერაციაში.
ბიოჰუმუსი – იცავს ნიადაგს გამოშრობისგან, აწვდის მცენარეს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ეხმარება ძლიერი ღეროების ჩამოყალიბებაში.
მჟავიანობა (pH): შენარჩუნებულია 6-7 ოპტიმალურ დიაპაზონში, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვისა და მცენარის კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ გარემოს.
უნივერსალური “მიწა N1” გამოიყენება როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ასევე სასათბურე მეურნეობებისთვისა და ჩითილების გამოსაყვანად.
MYSOIL არის ბრენდი, რომელიც ბუნებაზე ზრუნვით ქმნის ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა ნიადაგის პროდუქტებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოსა და მცენარეთა განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მიკროგრინების, ისე ოთახის ყვავილებისა და ბოსტნეულისთვის.
პროდუქტები დამზადებულია იმგვარად, რომ ნიადაგს ჰქონდეს სწორი სტრუქტურა, შეინარჩუნოს ტენიანობა და გააძლიეროს ფესვების სისტემა.
MYSOIL აერთიანებს თანამედროვე მიდგომებსა და ბუნებისადმი სიყვარულს — რათა შენი ბაღი ან მინი ოაზისი მთელი ძალით გაახალგაზრდავდეს და აყვავდეს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.