კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-შიMiniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

უფასო მიწოდება

522.15
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 1 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 1
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 2 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 2
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 3 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 3
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 4 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 4
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 5 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 5

Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

ID: 8413082894245

Miniland

 

Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

 

• ათბობს ბავშვის საკვებს ბოთლებსა და ჯამებში

• სტერილიზაციას უტარებს ჭურჭელს

• ორთქლზე ამზადებს საკვებს

 ინარჩუნებს ბავშვის ბოთლისა და ჯამის ტემპერატურას

• აქუცმაცებს საკვებს

• ალღობს საკვებს

 

გარანტია - 24 თვე

522.15

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Miniland სამზარეულოს მოწყობილობა 6-1-ში

Chefy სამზარეულოს ყოვლისმომცველი მოწყობილობაა კომპაქტური დიზაინით, საოცარი ფუნქციებით და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. მას ასევე მოყვება ბავშვის ჯანსაღი საკვების რეცეპტების წიგნი, რომლის გადმოწერაც eMyBaby აპლიკაციიდანაა შესაძლებელი. მოწყობილობის ფუნქციები:

1. ათბობს ბავშვის საკვებს ბოთლებსა და ჯამებში.

2. სტერილიზაციას უტარებს ჭურჭელს.

3. ორთქლზე ამზადებს საკვებს.

4. ინარჩუნებს ბავშვის ბოთლისა და ჯამის ტემპერატურას.

5. აქუცმაცებს საკვებს.

6. ალღობს საკვებს.

იდეალურია დედის რძის გასალღვობად და შესათბობად. ამ პროცესის დროს არ იკარგება დედის რძის ვიტამინები და ნუტრიენტები. ახდენს ეფექტურ სტერილიზაციას ბუნებრივი ორთქლით, არ საჭიროებს ქიმიური ნივთიერებების დამატებას. ამასთან, Chefy ყოველთვის გაყობინებთ, თუ რამდენი წუთია დარჩენილი სტერილიზაციის დასრულებამდე. ძალიან მარტივია აპარატის დაშლა და გასუფთავება. გარანტია - 2 წელი.

კომპლექტაცია:

საკვების დამუშავების ძირითადი ელექტრო დანადგარი/ბლოკი,ჭიქა დოზირების დანაყოფებით,სტერილიზატორის ხუფი,მაშების კომპლექტი,გამოყენების ინსტრუქცია, მოკლე სახელმძღვანელო.

გამოყენების ინსტრუქცია

ჩვილისთვის საკვებიანი ბოთლების და ქილების გათბობა:

1. ჩაასხით ამ თავში მოცემულ ცხრილებში მითითებული წყლის რაოდენობა დანადგარის რეზერვუარში, ბოთლისა თუ ქილის ტემპერატურიდან და მოცულობიდან გამომდინარე. გამოიყენეთ კომპლექტში არსებული  საზომი ჭიქა ჩასხმული წყლის ოდენობის გასაზომად. ხისტმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს ნალექის გაჩენა რეზერვუარში. შესაბამისად გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

2. მოათავსეთ სტერილიზაციის სადგამი რეზერვუარის შიგნით და ჩადეთ ბოთლი სასტერილიზაციო სადგამზე,ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკზე დაჭერით.

3. დააჭირეთ გათბობის/სტერილიზაციის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘5’ რაც მიანიშნებს 5 წუთიან უკუთვლაზე. რამოდენიმე წამში დაიწყება გათბობის პროცესი.

სტერილიზაცია:

1.სტერილიზაციისათვის, ჩაასხით 60 მილილიტრის ოდენობის წყალი რეზერვუარში. ჩასხმული წყლის ოდენობის გასაზომად გამოიყენეთ დანადგარის კომპლექტში არსებული საზომი ჭიქა. 

2. მოათავსეთ სტერილიზაციის სადგამი რეზერვუარის შიგნით და ჩადეთ ბოთლი (სრულიად ცარიელი და პირით ქვემოთ) სასტერილიზაციო სადგამზე რის შემდგომაც დაახურეთ რეზერვუარს სტერილიზაციის ხუფი, ჩართეთ დანადგარი on/off ღილაკზე დაჭერის მეშვეობით.

3. დააჭირეთ გათბობის/სტერილიზაციის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘5’.

4. დააჭირეთ რამოდენიმეჯერ „მომატების“+ ღილაკს, ვიდრე ეკრანზე არ გამოისახება მონაცემი ‘8’. სტერილიზაციის პროცესი დაიწყება რამოდენიმე წამის შემდეგ. 8 წუთიანი სტერილიზაციის ციკლის შემდეგ, ბოთლი და აქსესუარი გასტერილებული იქნება.

5.ჩვენი რეკომენდაცია იქნება რომ დავაცადოთ დანადგარს გაგრილება 3 წუთის განმავლობაში მას შემდეგ რაც დასრულდება სტერილიზაციის ციკლი.

ყურადღება: სტერილიზაციის პროცესის დაწყებამდე, აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ სასტერილიზაციოთ განკუთვნილი ბოთლები და აქსესუარები იყოს სრულიად ცარიელი, სუფთად გარეცხილი და გამშრალებული.

ბოსტენეულის ორთქლში მომზადება:

1. ბოსტენეულის ორთქლზე მოსამზადებლად, ჩაასხით რეზერვუარში 230 მლ წყალი დაახურეთ რეზერვუარის თავსახური.

2. ორთქლზე მოსამზადებლად განკუთვნილი ბოსტნეული დაჭერით დაახლოებით 2 სმ-ის ზომის კუბიკებად, მოათავსეთ ისინი დოქის შიგნით და დაახურეთ დოქს თავსახური.

3. მოათავსეთ დოქი დანადგარის ელექტროგამათბობელ ბლოკზე ისე რომ დოქი ზემოდან დაადგათ და მიატრიალეთ დოქი საათის ისრის მიმართულებით სანამ დოქის სახელური არ აღმოჩნდება წინ, ჩართეთ დანადგარი on/off ღილაკის საშუალებით.

4. დააჭირეთ საკვების ორთქლზე მომზადების რეჟიმის ღილაკს. ეკრანზე გამოჩნდება გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘25’; რამოდენიმე წამის შემდეგ დანადგარი ამუშავდება.

მნიშვნელოვანია: ორთქლზე მომზადების დრო მითითებულია ½ კგ ბოსტნეულზე გაანგარიშებით. ბოსტნეულის სიმწიფიდან გამომდინარე, მომზადების დრო შეიძლება შეიცვალოს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მიზანშეწონილია ბოსტნეულის დაჭრა ნაწილებად.

დაქუცმაცების ფუნქცია:

1. მოათავსეთ ბასრი პირი ბლენდერის ჭურჭელში, მოათავსეთ „ფრეში“ ან მომზადებული საკვები და დაახურეთ ხუფი.

2. ჩადეთ ჭურჭელი აპარატში,  დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით, მანამ სანამ სახელური წინა მხარეს მოექცევა

3. დააჭირეთ დაქუცმაქების ღილაკს.

შენიშვნა:

1. თუ დაქუცმაცების შემდეგ საკვები თქვენთვის სასურველ კონსისტენციას არ მიიღებს, გაიმეორეთ ციკლი კიდევ ერთხელ.

2. აპარატიდან ამოიღეთ ჭურჭელი, შემდეგ მოხადეთ თავი და გადმოიტანეთ საკვები თეფშზე.

ტემპერატურის შენარჩუნება:

1. არსებული ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მოათავსეთ სასტერილიზაციო სადგამი რეზერვუარის შიგნით და დადგით ბოთლი ან ქილა სასტერილიზაციო სადგამის ცენტრში, რეზერვუარის შიგნით.

2. ჩაასხით რეზერვუარში წყალი ვიდრე ის მიაღწევს ბოთლში ან ქილაში არსებული რძის თუ საკვების დონეს. გაითვალისწინეთ, რომ რეზერვუარის შიგნით არსებული წყლის მაქსიმალური დონე უნდა  იყოს 1 სანტიმეტრით უფრო დაბალი ვიდრე რეზერვუარის მაქსიმალური სიმაღლე.

3. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკის საშუალებით, დააჭირეთ „გალღვობის“/“ტემპერატურის შენარჩუნების“ ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარი დაპროგრამებული მონაცემი ‘37’.

4. დაპროგრამებული ტემპერატურაა 37ºC, თუმცა ის შეიძლება დარეგულირდეს 35ºC დან 50ºC -მდე ფარგლებში, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ „შემცირების“ ან „მომატების“+ ღილაკები.

გალღვობა:

1. რძიანი ან ფაფიანი ბოთლის თუ ქილის გასალღვობათ, მოათავსეთ სასტერილიზაციო სადგამი რეზერვუარის შიგნით და დადგით ბოთლი ან ქილა სასტერილიზაციო სადგამის ცენტრში, რეზერვუარის შიგნით.

2. ჩაასხით რეზერვუარში წყალი ვიდრე ის მიაღწევს ბოთლში ან ქილაში არსებული რძის თუ საკვების დონეს. გაითვალისწინეთ, რომ რეზერვუარის შიგნით არსებული წყლის მაქსიმალური დონე უნდა იყოს 1 სანტიმეტრით უფრო დაბალი ვიდრე რეზერვუარის მაქსიმალური სიმაღლე.

3. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკის საშუალებით, დააჭირეთ „გალღვობის“/“ტემპერატურის შენარჩუნების“ ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარი დაპროგრამებული მონაცემი ‘37’.

4. რამდენიმე წამის შემდეგ, დანადგარი დაიწყებს ჩადებული ბოთლის/ქილის გალღვობის პროცესს; გაფრთხილება: გალღვობის პროცესს პროცესი გაგრძელდება იქამდე ვიდრე არ გამორთავთ დანადგარს.საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდირებულია, მუდმივად მოურიოთ.

დამატებითი მახასიათებლები

Specifications

  • ბრენდიMiniland
  • პროდუქტის ტიპიბლენდერი
  • ფუნქცია6
  • გარანტია24 თვე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.