უფასო მიწოდება
M-Pets-ის Sneaky Snake არის სახალისო სათამაშო, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კატის გართობას, ფიზიკურ აქტივობასა და გონებრივ სტიმულაციას. მოძრავი გველი ბუნებრივ ნადირობის ინსტინქტებს ააქტიურებს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სახალისო თამაშს, რაც ამცირებს მოწყენილობას და ეხმარება თქვენს კატას ენერგიის დახარჯვაში. სათამაშოს აქვს სინათლის სენსორი, გამომწვევი ხმა და იტენება USB-ით.
კატები, განსაკუთრებით შინაურ პირობებში, ხშირად ვერ იღებენ საკმარის ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, რაც შეიძლება მოწყენილობას და სტრესს იწვევდეს. M-Pets-ის Sneaky Snake კი იდეალური გადაწყვეტაა, რადგან:
ასტიმულირებს ნადირობის ინსტინქტებს - კატებს ბუნებრივად აქვთ ნადირობის ინსტინქტები. მათ სიამოვნებას ანიჭებს ნადირობა, თამაში და ნადავლზე „მუშაობა“. ეს სათამაშო კი ეხმარება სწორედ ამ ინსტიქტების განვითარებაში.
იდეალური გასართობი - იდეალურია როგორც მარტო თამაშისთვის, ისე თქვენთან ერთად ინტერაქციისთვის.
მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა - ხელს უწყობს კატის აქტიურობას და ამცირებს ზედმეტი წონის პრობლემას.
M-PETS შინაური ცხოველების მოვლის ევროპული კომპანია, რომლის მიზანია, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოლოდინი და შესთავაზოს მათ ფუნქციური ახალი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი. ვრცელი პორტფოლიო მოიცავს ძაღლების, კატებისა და პატარა ცხოველებისთვის განკუთვნილ ყველა ძირითად პროდუქტს. ისინი გვთავაზობენ ძაღლის საკვებს, საკვებ ჯამებს, საწოლებს, ჰიგიენის პროდუქტებს, საყელოებს, სამგზავრო ჩანთებსა და სათამაშოებს. კატების საკვებს, საკვებ ჯამებს, საწოლებს, ჰიგიენის პროდუქტებს, საყელოებს, სათამაშოებსა და სხვადასხვაგვარ აქსესუარებს. M-PETS პროდუქციას აწარმოებს პატარა ცხოველებისთვისაც - ზაზუნებისთვის, კურდღლებისთვის, ფრინველებისთვის. მათთვის გვთავაზობს გალიებს, საკვებს და სათამაშოებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.