უფასო მიწოდება
Lanson Le Rosé — პრემიუმ კლასის ვეგანური შამპანური, რომელიც გამოირჩევა თავისი დახვეწილი სტილით, გამჭვირვალე ვარდისფერი შეფერილობით და განსაკუთრებული პერლაჟით: ბუშტუკები ნაზად და ელეგანტურად მიიმართება ჭიქის ზედაპირისკენ, რაც ქმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს და მიანიშნებს შამპანურის მაღალ ხარისხზე. Lanson Le Rosé წარმოებულია შარდონეს, პინო ნუარისა და პინო მენიეს ყურძნისგან. ჩამოსხმა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით (Méthode Traditionnelle), რაც გულისხმობს მეორე ფერმენტაციას ბოთლში და ხანგრძლივ დაძველებას საფუარზე, რაც აძლევს მას ტექსტურულ სიღრმესა და არომატულ სისუფთავეს.
1760 წელს დაარსებული Maison Lanson არის ერთ-ერთი უძველესი შამპანურის სახლი. Lanson-ის შამპანური იყო დედოფალ ელისაბედ II-ის ერთ-ერთი საყვარელი სასმელი და სწორედ ამიტომ ბრენდი უკვე მრავალი წელია ატარებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაკავშირებული მიმწოდებლის პრესტიჟულ სტატუსს (Royal Warrant). ეს ფაქტი მეტყველებს არა მხოლოდ გემოვნებაზე, არამედ კლასსა და ტრადიციაზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.