უფასო მიწოდება
მშრალი საკვები კატებისთვის, 4 კგ
არომატი: ქათამი, თევზი, ბატკანი
წონა: 4 კგ
ასაკი: ზრდასრული
Happy Cat Minkas Perfect Mix adult. ოპტიმალური ბალანსისთვის. Happy Cat Minkas Perfect Mix არის 100% დაბალანსებული, სრულყოფილი საკვები ზრდასრული კატებისთვის. ფრინველის, ბატკნის და თევზის ნაზავი, ქმნის განსაკუთრებულად გემრიელ ფორმულას, რომელიც ძალიან მოსწონთ კატებს. აღნიშნული ფორმულა, მისი მნიშვნელოვანი პროპორციით, ცხოველური ცილების მაღალი წილით არის სრულიად დაბალანსებული და ნატურალური საკვები. გემრიელი მშრალი საკვები შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, Happy Cat-ის არც ერთი ფორმულა არ შეიცავს, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს. გაანებივრეთ თქვენი კატა Happy Cat Minkas Perfect Mix-ის გერმიელი საკვებით. ის მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხინოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს კატის ჯანსაღ კანს და ბზინვარე ბეწვს.
• მრავალფეროვანი ცხოველური ცილები: შეიცავს ფრინველის (27%), ცხვრის (2.5%) და თევზის (3%) ცილებს, რაც უზრუნველყოფს საკვების ბიოლოგიურ სრულფასოვნებას და კატისთვის სასურველ გემოს
• ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები: უწყვეტს კანისა და ბეწვის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ბრწყინვალე ბეწვის შენარჩუნებას .
• DL-მეთიონინი: ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ჯანმრთელობას
• Yucca schidigera-ს შემცველობა: შეიცავს 0.04% იუკა შიდიგერას მცენარეს, რომელიც ამცირებს განავლის უსიამოვნო სუნს
• სხვადასხვა ფორმის გრანულები: საკვები შეიცავს ოთხი განსხვავებული ფორმის გრანულას, რაც ზრდის კატისთვის საკვების მიმზიდველობას
• პრემიუმ კლასის ხარისხი: დამზადებულია გერმანიაში, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვით
ნედლი ცილა 30.0%, ნედლი ცხიმი 12.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.5%, ნედლი ნაცარი 7.0%, კალციუმი 1.3%, ფოსფორი 0.8%, ნატრიუმი 0.35%, კალიუმი 0.65%, მაგნიუმი 0.12%, ომეგა-25% ცხიმოვანი მჟავები. 3 ცხიმოვანი მჟავა 0.35%
ვიტამინები/კგ: ვიტამინი A (3a672a) 15000 IU, ვიტამინი D3 (3a671) 1250 IU, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილაცეტატი 3a700) 100 მგ, ტაურინი (3a370) 1000 მგ, ანტიოქსიდანტები 6 მცენარეული ზეთის ექსტრაქტი30b (მე). მიკროელემენტები/კგ: რკინა (რკინა(II) სულფატი; მონოჰიდრატი 3b103) 130 მგ, სპილენძი (სპილენძის(II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 12 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603) 100 მგ, მანგანუმი (მანგანუმის(II) 3b502) 15 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი; უწყლო 3b202) 1.5 მგ, სელენი (E8; ნატრიუმის სელენიტი) 0.15 მგ, ამინომჟავები/კგ: DL-მეთიონინი (3c301) 4500 მგ. კატას ყოველთვის უნდა ედგას სუფთა წყალი თასში, საკვების თასისგან მოშორებით; კატის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ცხრილში მოცემული დღიური საკვების რაოდენობა, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 15%-მდე. თუ კატას აძლევთ სველ საკვებს ან სასუსნაოს, საკვების დღიური რაოდენობაც უნდა შემცირდეს.
ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!
საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და ჯანსაღი სახსრების გარანტია.
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2% აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.