უფასო მიწოდება
Haakaa SqueezeDose სილიკონის დისპენსერი ნაკრები
გეხმარებათ მისცეთ ბავშვს მედიკამენტი მარტივად
დისპენსერის თავის უნიკალური დიზაინი იცავს ბავშვს სითხის გადაცდენისგან
მარტივი & უსაფრთხო გამოყენებისას 2 ცვლადი თავაკის დახმარებით
მასალა: 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი
შესანახი კონტეინერის მასალა: პოლიპროპილენი
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - SqueezeDose შესანიშნავი საშუალებაა წამლისა და სხვა თხევადი დანამატების უსაფრთხოდ და კომფორტულად მისაღებად ჩვილებისთვის ან ჭირვეული ბავშვებისთვის. დისპენსერის გამოყენება მარტივია და მცირე წნევის ზემოქმედებით რეგულირდება სითხის ნაკადი. უნიკალური დიზაინით შექმნილ ნაკრებში შედის 2 განსხვავებული ფორმის თავაკი. საწვეთურის ფორმის თავაკიდან სითხე წვეთ-წვეთობით გადმოდის, ხოლო საწოვარას ფორმის თავაკი, ორმაგი ჭრილით, ეფექტურად ანაწილებს სითხეს პირის ღრუში და ამცირებს გადაცდენის რისკს. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისის დახმარებით მარტივია დისპენსერის გასუფთავება, ხოლო ქეისი უზრუნველყოფს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას.
ჰიგიენის უზრუნველსაყოფად, პროდუქტის გამოყენებამდე, დაშალეთ დისპენსერი და გაასუფთავეთ. სილიკონის კომპონენტები დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსოვანი ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ჯაგრისის დახმარებით თბილ, საპნიან წყალში. დისპენსერის და შესანახი ქეისის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. უჟანგავი ფოლადის კომპონენტების გამო საწმენდი ჯაგრისის მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში გაწმენდა არ არის სასურველი.
მეთოდი 1: შესაბამისი თავაკის შერჩევის შემდეგ, მჭიდროდ დაამაგრეთ დისპენსერზე. სითხით შესავსებად, დააჭირეთ თითი დისპენსერის ძირზე, მოათავსეთ თავაკი სითხეში და შემდგომ ნელ-ნელა აუშვით თითი.
მეთოდი 2: წინასწარ გაზომილი სითხე ჩაასხით დისპენსერის ჭიქაში და მჭიდროდ დაამაგრეთ თავაკი.შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საწვეთურის წვერის გამოყენებისას ძლიერი შეკუმშვა გამოიწვევს სითხის სწრაფ დინებას. იმისათვის, რომ სითხე წვეთებად გამოიყოს, უნდა მოუჭიროთ ხელი ნაზად. რეკომენდებულია გამოყენებამდე შეამოწმოთ ნაკადის სიძლიერე მცირე შეკუმშვით. ასპირატორის ჭიქიდან სითხე ამოიღეთ ძალიან ნელა, რათა არ წარმოიქმნას ბუშტუკები.
შენიშვნა: დოზის შესამოწმებლად ჭიქა მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.