უფასო მიწოდება
ETA 524790000 ხელის მტვერსასრუტი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და უპრობლემოდ გაასუფთაოთ მთელი სახლი. 3-1-ში დიზაინის მეშვეობით ტრანსფორმირდება პორტატულ მტვერსასრუტად, რომლის გამოყენება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. მტვერსასრუტის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე - იატაკზე, ხალიჩაზე, რბილ ავეჯსა და თაროებზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაური ცხოველების დასავარცხნად და ზედმეტი ბეწვის მოსაცილებლად.
მაღალი ხარისხის HEPA ფილტრი აღიქვამს უმცირეს მიკრონაწილაკებსაც კი, რის შედეგადაც ბოლომდე ისრუტავს მტვერს. მტვერსასრუტს აქვს Smart Dust სენსორი, რომელიც ავტომატურად აღიქვამს მტვრის დონეს და შესრუტვის სიმძლავრეს შესაბამისად არეგულირებს. ETA 524790000-ს აქვს შესრუტვის სიმძლავრის 3 დონე და AUTO რეჟიმი. მტვერსასრუტის მილი იხრება 90°-მდე, რაც გაგიადვილებთ საწოლის ან დაბალი ავეჯის ქვეშ იატაკის დასუფთავებას.
4000 mAh მოცულობის Li-Ion ბატარეა, ერთი სრული დამუხტვით 80 წუთის განმავლობაში მუშაობს. სრულად დამუხტვას კი 5 საათი სჭირდება. ბატარეის დონის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სენსორულ ეკრანზე.
კომპლექტაცია: მტვერსასრუტი, მბრუნავი ტურბო ჯაგრისი, უნივერსალური ჯაგრისი, რომელიც განკუთვნილია ხალიჩებისა და მყარი იატაკისთვის, Deep ჯაგრისი - რბილი ჯაგრისი მყარი იატაკისთვის, პატარა ელექტრო ტურბო ჯაგრისი, რომელიც შესაფერისია ლეიბების, მანქანის სავარძლებისა და კიბეებისსთვის, თავაკი ძნელად მისადგომი ადგილებისთვის, შინაური ცხოველების თმის მოვლის ნაკრები.
ETA ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ბრენდია, რომელიც მცირე საყოფახცოვრებო ტექნიკას აწარმოებს 1943 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მუდმივად მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება ბაზარზე. მისი ცნობადობა ჩეხ მომხმარებლებს შორის 96%-ია და გაიგივებულია ხარისხთან და ტრადიციასთან.
ბრენდის მთავარი ღირებულებები ხარისხი, ტრადიცია, დიზაინი და სიმარტივეა. 80 წელია ETA ზრუნავს მომხმარებელზე, სთავაზობს მათზე მორგებულ პროდუქციას და ამიტომაც დაიმსახურა ყველაზე სანდო კომპანიის სტატუსი.
ETA ამჟამად 240-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს და უამრავი კონკურსის პრიზიორია. მათ შორისაა: Ford Design Contest, Design Center, Mc Light და ა.შ
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.