უფასო მიწოდება
ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი, ხელნაკეთი ბროში-ყურძნის მტევანი
ნივთის ზომა: 8 x 6 სმ
მასალა: თითბერი, ნატურალური ქვები
მაღალი ხარისხის, ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი, ხელნაკეთი ბროში - ყურძნის მტევანი . გამოყენებულია 8 მილიმეტრიანი ნატურალური ქვები. თან ახლავს ბრენდული შეფუთვა და პასპორტი, სადაც ამ ჯიშის შესახებ საინტერესო ცნობები წერია.
საუკეთესო ქართული საჩუქარი! ღვინის ემოცია ქართული ბრენდია, რომელიც ღვინისა და საქართველოს თემატიკით ქმნის, ხელნაკეთ, საავტორო სამკაულსა და სუვენირებს, ბრინჯაოს, მარმარილოსა და ნატურალური ქვებისგან. თუ გნებავთ საუკეთესო ქართული საჩუქარი მეგობრისთვის, უცხოელი პარტნიორისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის, ჩვენთან დიდი არჩევანია. თითოეულ ნივთს თან ახლავს ბრენდული შეფუთვა და პასპორტი, სადაც საქართველოსა და ჩვენს კომპანიაზე საინტერესო ამბები წერია.
„ღვინის ემოცია“ საუკეთესო ქართული საჩუქარია. იგი უკვე ბევრი ცნობილი და საქმიანი ადამიანის მაგიდას ამშვენებს.
#გადაეციემოცია #ღვინისემოცია #ღვინისსამკაული
ღვინის ემოცი - Emocia Wines ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს გაჩნდა. ჩვენ ვქმნით სრულიად განსხვავებულ სუვენირებს, სამკაულებს და აქსესუარებს ღვინის თემატიკის გარშემო.
ჩვენი სავიზიტო ბარათია ყურძნის ბროშები და სუვენირები, რომლებიც ქართული ცნობილი და გადაშენების პირას მყოფი ყურძნის ჯიშების ანალოგებს წარმოადგენს. თითოეულ მათგანს საკუთარი პასპორტი ახლავს თან, რომელიც 7 ენაზეა ნათარგმნი და კონკრეტული ჯიშის შესახებ გვიყვება.
ვამაყობთ, ჩვენი ბრინჯაოსა და მარმარილოს სუვენირებით, რომელიც ნამდვილად ძვირფასი და დასამახსოვრებელი საჩუქარია მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის.
ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, სრულიად ექსკლუზიური შარფებია, რომელზეც მსოფლიოს ცნობილი ღვინოებია გადატანილი. უფრო ზუსტად კი, ეს მიკროსკოპში, პოლარიზებული ნათების ქვეშ დანახული, გაყინული ღვინის წვეთი გახლავთ. ერთი სახეობის ღვინოსაც კი სხვადასხვა გამოსახულება აქვს და სრულიად უნიკალურია. სასწაულია არა?
ბრენდი ასევე ქმნის ღვინის დეგუსტაციის ჩანთებს ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელსაც თავისი ბოკლები მოყვება. EGO ერთბოკალიანია, DUET-კი ორი. ჩანთა დამზადებულია ხისა და ეკო ტყავისგან. საკმაოდ მსუბუქია და კომფორტულია სატარებლად. მას ადვილად ეხსნება სახელური და ნახატის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ჩანთის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი, წინა ფასადზე ხელით შესრულებული ნახატია, ზეთის საღებავით, რომლის ავტორიც ახალგაზრდა, ნიჭიერი, ქართველი მხატვარია.
ჩვენი ბრენდების პროდუქცია წარმატებით იყიდება საქართველოში ყველაზე დიდ სასტუმროებში. ჩვენი ნაკეთობები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში. ჩვენი მომხმარებლები არიან ცნობილი სახეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ჩვენი მისია
Emocia Wines -ის მიზანია, მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ღვინისა და უძველესი კულტურის სამშობლო!
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.