უფასო მიწოდება
ნატურალური ხის ბორბლებიანი სათამაშო ბავშვის განვითარებისთვის
ნივთის ზომა: 14 x 10 x 4 სმ
მასალა: წიფელა (ქართული), დამუშავებულია ხელით, არ არის გამოყენებული ლაქ საღებავი.
ასაკი: 1+
აღმოაჩინეთ ნატურალური ხის ბორბლებიანი სათამაშოები – ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ხელით დამზადებული. თითოეული სათამაშო შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბავშვის მოტორიკის განვითარებას, შემოქმედებითი აზროვნების გაძლიერებას და თავისუფალ თამაშს. ხის მასალა ბუნებრივი ტექსტურით და თბილი ფერებით ბავშვისთვის სასიამოვნო შეხებას ქმნის და ეხმარება ბუნებასთან კავშირის განმტკიცებაში.
რატომ უნდა აირჩიოთ?
• 100% ნატურალური ხე, რომელიც არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს.
• ხელით დამუშავებული და განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი.
• ავითარებს მოძრაობისა და კოორდინაციის უნარებს.
• ინარჩუნებს კლასიკურ ესთეტიკას და თაობებს შორის გადაცემისთვის გამძლეა.
ჩვენ ვართ საბავშვო, განმავითარებელი, ხის ავეჯისა და სათამაშოების ქართული საწარმო. ვქმნით ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციას სერტიფიცირებული და უსაფრთხო ნედლეულისგან, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას სხვადასხვა ასაკში. საქართველოს ბაზარზე, ამ სფეროში, ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს.
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვობა არის შემეცნების, აღმოჩენისა და დაუსრულებელი შესაძლებლობების პერიოდი. სწორედ ამიტომ, ვამზადებთ ფუნქციურ ხის ავეჯს და სათამაშოებს - ასევე შიდა და გარე ატრაქციონებს, რომლებიც არა მხოლოდ სახალისოა, არამედ, შექმნილია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
თითოეული პროდუქტი საგულდაგულოდ არის შექმნილი, რათა ხელი შეუწყოს მოძრაობას, კოორდინაციას და წონასწორობას, რაც ბავშვს ეხმარება განივითაროს მოტორული და სენსორული უნარები. ჩვენი თითოეული სათამაშო მოზარდში აღვივებს ცნობისმოყვარეობასა და ფანტაზიას - ხელს უწყობს შემოქმედებით თამაშს, ეხმარება ბავშვს დაეუფლოს ნატიფ მოტორიკას. ჩვენი სათამაშოები ასევე პრობლემების გადაჭრისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას ემსახურება.
ყოველივე ამით, მშობელს შეუძლია, შექმნას მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვები შემეცნებენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს და განუვითარდებათ პოზიტიური უნარ-ჩვევები.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.