უფასო მიწოდება
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას "სიცოცხლის ელექსირს" უწოდებენ და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ.
ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას.
მატჩა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში.
მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი.
ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი.
მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 100 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.
ჩაიმანია არის ჩაის, ყავის და აქსესუარების ბუტიკური ქსელი, სადაც წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი, ჩაისებრი სასმელები და ყავა მთელი მსოფლიოდან. ჩაიმანიას კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი და ყავა მოთავსებულია გამჭირვალე ქილებში და შესაძლებელია სასურველი რაოდენობის შეძენა დასაგემოვნებლად. წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და კვალიფიციური მომსახურება არის ყველა კლიენტის მოთხოვნებს დაკმაყოფილების გარანტი. გარდა უცხოური პროდუქციისა, ჩაიმანია ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და აძლევს საშუალებას სტარტაპებს წარმოადგინონ თავიანთი ნაწარმი ჩვენს ქსელში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.