უფასო მიწოდება
წითელი მშრალი ღვინო, შექმნილი ტიბაანის მზით განათებულ ვენახებში, ხასიათდება განსაკუთრებული ხარისხითა და არომატით, რაც განპირობებულია უნიკალური მიკროკლიმატითა და ნიადაგით. ღვინო გამოირჩევა მუქი წითელი შეფერილობით, მდიდარი, ხავერდოვანი არომატით, სადაც იგრძნობა ალუბლისა და მაყვლის ტონები, ასევე სასიამოვნო სანელებლების ნოტები. დაბალანსებული მჟავიანობითა და ტანინებით, ღვინო ხასიათდება დამახასიათებელი ბუკეტით, ჯიშური არომატებით, სრული, დახვეწილი, მდგრადი, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი.
ჩვენი, როგორც ნაღდი ქიზიყელების მრწამსი, ასეთია - სამშობლოს, მართალ სიტყვას და ღვინოს არ ეღალატების - ამიტომ, ჩვენ ისეთ ღვინოს ვაყენებთ, რომელსაც სატანი არ უნდა. უღალატობა ჩვენი წინაპრების დიადი ანდერძია, ამიტომაც ბოსტოღანა ქმნის ღვინოს რომელიც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ადამიანის უღალატო თანამდევი იქნება მნიშვნელოვან თუ ჩვეულებრივ დღეებში. ეს არის ერთადერთი უღალატო ქიზიყური ღვინო, რომლითაც მართალი სიტყვა უნდა თქვა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.