უფასო მიწოდება
სამაგიდო თამაში, Daydreams
ნივთის ზომა: 30 x 30 x 9 სმ
მოთამაშეების რაოდენობა: 3 - 6
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წთ
ასაკი: 8+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Daydreams სახალისო და აზარტული სამაგიდო თამაში, როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც. მოთამაშეები აგროვებენ მატარებლის ბილეთებს, ირჩევენ მარშრუტებს რუკაზე და ცდილობენ, დააკავშირონ ბილეთებზე ნაჩვენები ორი ქალაქი ერთმანეთს. თითოეული ადამიანი თამაშს იწყებს მატარებლის ოთხფერიანი ბარათითა და ორი ბილეთით. ყველას მიზანია, რომ თავიანთ ბილეთებზე მოცემული ორი ქალაქი დააკავშირონ ერთმანეთს ევროპის რუკაზე მოცემული სხვადასხვა ფერადი ბილიკებით. მოთამაშე როცა ქალაქებს წარმატებით დააკავშირებს, იღებს ორ ახალ ბილეთს, თუ გზა დაბლოკილია და ვეღარ ახერხებს გზის გავლას, ტოვებს სვლას და იღებს ახალ ბილეთებს. იგებს ის, ვინც შეასრულებს 6 მარშრუტს. თუ ბილეთები მიზნის მიღწევამდე ამოიწურება, იგებს ყველაზე მეტი მარშრუტის შემსრულებელი მოთამაშე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.