უფასო მიწოდება
Black+Decker BHFEV362D-QW მტვერსასრუტი გამოირჩევა მრავალმხრივობითა და პრაქტიკულობით. მოწყობილობის გამოყენება შეგიძლიათ როგორც იატაკის, ასევე ხელის მტვერსასრუტად. 4-1-ში დიზაინის მეშვეობით მტვერსასრუტის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც იატაკისთვის ასევე, სხვადასხვა ზედაპირებისთვის: ხალიჩა, კედელი, ჭერი და სხვა. მტვრის კონტეინერისა და ფილტრის მოხსნა, ისევე როგორც მათი გასუფთავება/გარეცხვა ძალიან მარტივია.
ინტეგრირებული LED ნათურა ანათებს შსრუტვის ზონას და ხილულს ხდის ყველანაირ ჭუჭყს განსაკუთრებით ბნელ კუთხეებში და ავეჯის ქვეშ, იქნება ეს თმა თუ ნამსხვრევები. მტვერსასრუტს აქვს გამჭვირვალე მტვრის კონტეინერი ასე, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ რამდენად დასაცლელია კონტეინერი. კონტეინერი ადვილად იხსნება ღილაკზე ერთი დაჭერით.
მოწყობილობას აქვს Li-Ion ბატარეა, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 70 წუთამდე მუშაობს, სრულად დამუხტვას კი 5 საათი სჭირდება. Black+Decker BHFEV362D-QW -ს აქვს 3 ეტაპიანი დამუხტვის სტატუსის ინდიკატორი, რომელიც დამუხტვის სტატუსს გაჩვენებთ.
Black+Decker BHFEV362D-QW ხელის მტვერსასრუტს აქვს ერგონომიული დიზაინი და შესაძლებელია ნაწილების მოხსნა შენახვისას ადგილის დაზოგვის მიზნით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.