უფასო მიწოდება
სადა დახვეწილი დიზაინის მქონე ჩაიდანი
მოცულობა: 2.8 ლ
მასალა: უჟანგავი ფოლადი
რეკომენდებულია ხელით რეცხვა
Berllong-ის ეს ვერცხლისფერი ჩაიდანი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. აღნიშნული მოდელი არის ცეცხლგამძლე, აქვს თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი. იგი ადვილად სუფთავდება და არის უსაფრთხო გამოსაყენებლად. Berllong-ის პროდუქციის ხარისხი აღიარებულია ექსპერტების მიერ, გამოირჩევა საუკეთესო ფასითა და მომხმარებელთა სანდოობით.
• მოცულობა: 2.8 ლიტრი
• მასალა: უჟანგავი ფოლადი
• ფერი: ვერცხლისფერი შავი ელემენტებით
• სახელური: თერმოგამძლე, არ ცხელდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას.
• წონა: 0.8 კგ
• ადუღების შემდეგ აქვს სტვენის ხმა
• გამოყენება: იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის და შესაფერისია ყველა ტიპის ქურისთვის.
Berllong გერმანული ბრენდია და 2016 წლიდან ბიო გრანიტის ტაფებს, ქვაბებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელს აწარმოებს. პროდუქტებს შორის ასევე შეხვდებით დანების ფართო ასორტიმენტს, ბამბუკის ნივთებს და მაღალი ხარისხის დანა-ჩანგლის ნაკრებს. ბიო გრანიტის გარდა, ბრენდი წარმოებისას აქტიურად იყენებს უჟანგავი ფოლადის, მინანქრის, თუჯისა და კერამიკის მასალებს. Berllong ორიენტირებულია მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხმარებლის ყოველდღიურობაში შემოტანაზე. ამიტომაც, ბრენდის უკრავი ზედაპირის ჭურჭელი სწორედ ამ მახასიათებლით გამოირჩევა. ბრენდის პროდუქცია მაღალი ხარისხის ნედლეულისგან თურქეთში, ჩინეთში, ტაივანში, კორეასა და ვიეტნამში იწარმოება. აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის რეგულაციებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.