უფასო მიწოდება
Avene Hyaluron Activ B3 კონცენტრირებული მკვებავი შრატი
კვებავს, არბილებს & ატენიანებს კანს
ამკვრივებს & აუმჯობესებს ელასტიურობას
აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება
ამცირებს ნაოჭებს & წვრილ ხაზებს
ათანაბრებს სახის ფერს
უცხიმო & არაწებოვანი ტექსტურა
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
30 მლ
ტესტირებულია დერმატოლოგიურად
ვეგანური
არ შეიცავს სუნამოებს
კონცენტრირებული მკვებავი შრატი სპეციალურად შემუშავებულია წვრილი ხაზების, ნაოჭების შესამცირებლად და კანის დასატენიანებლად. აღადგენს ეპიდერმისს, ამკვრივებს და ანიჭებს მას ბზინვარებას. მეცნიერულად ჩამოყალიბებული ფორმულა შეიცავს მხოლოდ 8 ინგრედიენტს. ნიაცინამიდი 6% ათანაბრებს სახის ფერს და ამცირებს მუქ ლაქებს. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს, არბილებს და ამკვრივებს კანს. აქვს უცხიმო ტექსტურა, რომელიც სწრაფად შეიწყოვება და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას.
დაიტანეთ ერთი-ორი წვეთი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, დილით და/ან საღამოს. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
Avene Thermal Spring Water (Avene Aqua), Niacinamide, Glycerin, Pentylene Glycol, Sodium Hyaluronate, Adenosine, Citric Acid, Sodium Benzoate.
ბრენდი ეკუთვნის Pierre Fabre Laboratories-ს, რომელიც დერმო-კოსმეტიკის სფეროში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. მგრძნობიარე კანის სპეციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ავენის დერმატოლოგიურმა ლაბორატორიამ შექმნა პროდუქტები, რომლის მთავარი კომპონენტი - ავენის თერმული წყალია. თერმული წყარო 1736 წელს, საფრანგეთში აღმოაჩინეს და ის მეცნიერებმა ოფიციალურად 1874 წელს აღიარეს. ავენის წყალზე დამზადებული უნიკალური საშუალებებით მსოფლიოს 140 ქვეყანაში სარგებლობენ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.