უფასო მიწოდება
Cicalfate+ დასაბანი გელი, რომელიც დამზადებულია 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან, განკუთვნილია გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის. ამცირებს ყოველდღიურ გაღიზიანებას (სიწითლე, ნაკაწრები ) და ხელს უშლის ბავშვის გამონაყარს. შეგიძლაით გამოიყენოთ ტატუზე, ზედაპირული დერმატოლოგიური პროცედურების დროს და ჭიპის მოვლისთვის. გელი ასუფთავებს, დეზინფექციას უკეთებს გაღიზიანებულ ადგილებს გამოშრობის გარეშე და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას. სპილენძისა და თუთიის სულფატის კომპლექსი ზღუდავს ბაქტერიების ზრდის რისკს. ფორმულაში შემავალი C-Restore, პოსტბიოტიკური აღმდგენი აქტიური ინგრედიენტი და თერმული წყალი ამშვიდებს გაღიზიანებას და ტოვებს დამცავ ფენას კანზე. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად. არ იწვევს აკნეს.
Cicalfate სახის კანის აღმდგენი შრატი დამზადებულია 96% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან. განკუთვნილია მგრძნობიარე, დასუსტებული კანისთვის, რომელსაც აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება, სიმშრალე, დაჭიმულობა და სიწითლე. კონცენტრირებულია Avène-ს თერმული წყლითა და პროვიტამინ B5-ით. აღადგენს კანის ბარიერს 1 დღეში, ამცირებს მის რეაქტიულობას და აძლიერებს ეპიდერმისის ბუნებრივ თავდაცვისუნარიანობას. მყისიერად ატენიანებს და ამშვიდებს კანს, რომელიც დასუსტებულია ყოველდღიური გარემოს მავნე ზემოქმედებით. ხსნის შებოჭილობასა და დისკომფორტის შეგრძნებას.
Cicalfate სახის კანის აღმდგენი შრატი გამოიყენეთ დღეში ორჯერ. დაიტანეთ დილას და საღამოს რამდენიმე წვეთი სახეზე ყელსა და თვალის კონტურის მიდამოზე, ნაზად გადაინაწილეთ.
Cicalfate+ დასაბანი გელი მსუბუქად დაიტანეთ საშუალება ნოტიო კანზე, აიქაფეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
ბრენდი 1989 წელს საფრანგეთში შეიქმნა და ეკუთვნის Pierre-Fabre ლაბორატორიას, რომელიც დერმო-კოსმეტიკის სფეროში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. მგრძნობიარე კანის სპეციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ავენის პროდუქტების მთავარი კომპონენტი - თერმული წყალია. ის მეცნიერებმა ოფიციალურად 1874 წელს აღიარეს. ავენის წყალზე დამზადებული უნიკალური საშუალებებით მსოფლიოს 140 ქვეყანაში სარგებლობენ. პროდუქტების ეფექტურობა დადასტურებულია დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ ჩატარებული მკაცრი ტესტებით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.