უფასო მიწოდება
Beko CEG5311X ყავის აპარატს აქვს 1.5 ლ ტევადობის წყლის ავზი. აპარატს შეუძლია ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატეს და რძიანი ყავის მომზადება, პროცესი კი მარტივი და სწრაფია. ყავის მარცვლებისგან შესაბამის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, რამდენიმე წუთში უგემრიელესი ყავის მომზადებაა შესაძლებელი. აპარატს აქვს ჩაშენებული ყავის საფქვავი, რომელსაც აქვს სხვადასხვა რეგულირებადი დონე. შეგიძლიათ მიირთვათ ყავა 3 სხვადასხვა ზომის ჭიქით - პატარა (40 მლ) საშუალო (120 მლ) დიდი (190 მლ).
აპარატი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მოხსნადი და გამჭირვალე წყლის ავზები, მის ადვილად გაწმენდას უზრუნველყოფს. აპარატს აქვს ავტომატური წმენდის ფუნქციაც.
Beko CEG5311X ყავის აპარატის კომპაქტური და დახვეწილი დიზაინი დაამშვენებს ნებისმიერ სამზარეულოს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.