უფასო მიწოდება
Roborock Saros 10R რობოტ მტვერსასრუტს აქვს კომპაქტური, ულტრა-თხელი კორპუსი, რომელიც ადვილად აღწევს ავეჯის ქვეშ არსებულ დაბალ სივრცეებში და რთულად მისადგომ ადგილებში. გვერდითა ჯაგრისების და HyperForce მაქსიმალურად მძლავრი შესრუტვის წყალობით, კუთხეებშიც კი არ ტოვებს ჭუჭყს და მტვერს. ამავდროულად, ვიზუალური 3D ნავიგაციის წყალობით მოწყობილობა დიდი სიზუსტით აღბეჭდავს სახლის განლაგებას, RGB კამერის და AI ტექნოლოგიების მეშვეობით შეუძლია ამოიცნოს და თავი აარიდოს სარკეებს, კაბელებს, ცხოველებს და ასე შემდეგ.. რობოტი მტვერსასრუტი AdaptLift ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რაც ნიშავს რომ შეუძლია გაუმკლავდეს 4 სანტიმეტრამდე დაბრკოლებებს, მაღლა იწევს არამარტო ბორბლები, არამედ ჯაგრისი, მოპი და გვერდითა ჯაგრისები.
მრავალფუნქციური დოკი უზრუნველყოფს მტერსასვრუტის სწრაფ დამუხტვას. სრულად დასამუხტად მტვერსასრუტს 2.5 საათი სჭირდება. გარდა ამისა დოკს აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა: მოპების ავტომატური მოხსნა, მტვრის კონტეინერის დაცლა, მოპების 80 გრადუსზე რეცხვა და 55 გრადუსზე გაშრობა, ჭუჭყის ამოცნობა, თვითწმენდა, მტვერსასრუტის წყლის ავზის შევსება და სარეცხი საშუალების ავტომატური დისპენსერი. Roborock Saros 10R შეგვიძლია ვმართოთ Roborock ხმოვანი ასისტენტის და აპლიკაციის მეშვეობით, ასევე აქვს Google Home, Apple Siri და Amazon Alexa მხარდაჭერა.
მტვერსასრუტი იდეალურია ისეთი სახლებისთვის, სადაც ცხოვლები ბინადრობენ. AntiTangle ტექნოლოგია ასუფთავებს სახლს ბეწვისგან მტვერსასრუტის დაზიანების გარეშე, შუძლია ახლომდებარე ცხოველების ამოცნობა და წყვეტს დალაგებას რათა არ შეაშინოს ისინი. RGB კამერის მეშევობით ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენს ცხოველებს როცა სახლში არ ხართ, მტვერსასრუტს შეუძლია იპოვოს ისინი და გადაუღოს ფოტოები, რომელთა გადმოწერასაც აპლიკაციიდან შეძლებთ. მტვერსასრუტი ემორჩილება ETSI EN 303 645 კიბერუსაფრთხოების სტანდარტს და თქვენი ნებართვის გარეშე არ ინახავს არცერთ ფოტოს.
მოწყობილობას აქვს საკმაოდ დაბალი ხმაურის დონე 55 dB. Do Not Disturb რეჟიმში ავტომატურად ადაბლებს ხმაურის დონეს და სიმძლავრეს. Roborock Saros 10R მაქსიმალურად გიმარტივებთ ყოველდღიურობას და სახლის დალაგების პროცესს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.