უფასო მიწოდება
Roborock Qrevo Curv რობოტ მტვერსასრუტს აქვს კომპაქტური კორპუსი, რომელიც ადვილად აღწევს ავეჯის ქვეშ არსებულ დაბალ სივრცეებში. DuoDivide მთავარი და FlexiArm გვერდითი ჯაგრისები უზრუნველყოფენ რთულად მისადგომი ადგილების, კიდეების ეფექტურად წმენდას და უმკლავდებიან თმას, შინაური ცხოველების ბეწვს და ხელს უშლიან თმის ჩახლართვას. როდესაც რობოტი მტვერსასრუტი უახლოვდება კუთხეს, ის ავტომატურად აფართოებს გვერდითა ჯაგრისს. მოწყობილობას შეუძლია გადალახოს ბარიერები 4 სანტიმეტრამდე, რაც აადვილებს გადაადგილებას.
რობოტ მტვერსასრუტს აქვს ახალი თაობის PreciSense LiDAR ნავიგაციის სისტემა + 3D რუკა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერი სახის ბარიერის დასანახად და ამოსაცნობად. მტვერსასრუტი სიღრმისეულად აანალიზებს გარემოს და ქმნის რუკას გაწმენდის დროს. PreciSense ნავიგაცია საშუალებას გაძლევთ ზუსტად დაასკანეროთ ოთახები და ავტომატურად შექმნათ დასუფთავების ოპტიმალური მარშრუტები.
მოწყობილობა აღჭურვილია 300 მლ-იანი მტვრის და 80 მლ-იანი წყლის კონტეინერებით, ხოლო დოკი- 2.5 ლ მოცულობის მტვრის კონტეინერით. დოკს ასევე აქვს 3.8 ლ მოცულობის კონტეინერი სუფთა წყლისთვის და 3.8 ლ მოცულობის კონტეინერი დაბინძურებული წყლისთვის. Roborock Qrevo Curv რობოტ მტვერსასრუტს თვითდაცლასთან ერთად შეუძლია დოკ სადგურიდან წყლით შევსება, საწმენდი მოპის გარეცხვა 75°-მდე ცხელი წყლით, რაც უზრუნველყოფს 99.99%-მდე ბაქტერიების განადგურებას. ბოლოს კი მოპის 45°-მდე ცხელი ჰაერით გაშრობა, რაც ხელს უშლის ობის და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. თვითმცლელი მტვრის კონტეინერი საკმარისია 7 კვირის განმავლობაში გამოსაყენებლად.
6400 mAh მოცულობის Li-ion ბატარეა უწყვეტად მუშაობს 240 წუთის განმავლობაში და სრული დამუხტვისთვის სჭირდება 4 საათი. მოწყობილობის დასუფთავების არეალი არის 300 მ².
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.