უფასო მიწოდება
რედაქტორი: ნანა უსტარაშვილი
ილუსტრატორი: თეოკო
გამოცემის წელი: 2022
ISBN: 9789941849657
6 წლის მიას ცხოვრება არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა მამის თავგადასავლებით სავსე პროფესია, რომელიც გოგონას მეგობრებთან ტრაბახის მიზეზსაც ხშირად აძლევდა. ერთმა შემთხვევამ კი მისი მთელი ცხოვრება შეცვალა.
მეზღვაური, გემის კაპიტანი მამა მორიგი მოგზაურობიდან შინ დაბრუნდა. ერთ საღამოს, როდესაც მია ტრადიციულად 9 საათზე დასაძინებლად გაისტუმრეს, გოგონა ლოგინიდან ჩუმად წამოდგა და სამზარეულოს კარს მიაყურადა, სადაც მამა მეგობრებს თავის თავგადასავალს უყვებოდა. სწორედ ასე შეიტყო მიამ საოცარი ამბავი. თურმე მამა გემიდან მეკობრეებმა გაიტაცეს, ჰო, სწორად გაიგე, ნამდვილმა მეკობრეებმა და ოცდაერთი დღე მათთან ტყვეობაში გაატარა. გაოცება, შიში, სიხარული, ინტერესი - მიას ყველა გრძნობა ერთდროულად დაეუფლა. უნდოდა რაც შეიძლება მეტი სცოდნოდა ამ ამბის შესახებ, თუმცა დედამ მალევე შენიშნა კართან ჩასაფრებული გოგონა და საძინებელში გაუშვა პირობით, რომ მეორე დღეს მამა ყველაფერს თავად უამბობდა.
სწორედ ამ რეალურ, თავგადასავლებით სავსე ისტორიას წაიკითხავთ წიგნში. თუ როგორ გაიტაცეს მიას კაპიტანი მამა მეკობრეებმა, როგორ ცხოვრობდა ჯუნგლებში და სინამდვილეში როგორები არიან მეკობრეები?
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.