უფასო მიწოდება
გამოცემის წელი: 2024
გვერდების რაოდენობა: 214
ISBN: 9789941383786
გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა: რბილი
როგორ შევამციროთ ბიზნესსტრატეგიასა და დიზაინს შორის არსებული მანძილი? იშვიათია ასეთი თხელტანიანი წიგნი, რომელშიც ამდენი იდეაა თავმოყრილი... საკონფერენციო ოთახებში გამოსაყენებელი ვიზუალური საკომუნიკაციო ელემენტების დახმარებით, ნიუმაიერი წარმოგვიდგენს ბრენდინგის პირველ უნიფიცირებულ თეორიას ხუთი დისციპლინის ნაკრებს, რომელიც კომპანიებს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას შორის ხშირად გაჩენილი უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. ვისაც კი ბრენდინგზე გარკვეული წარმოდგენა აქვს, მისთვის ეს წიგნი შთაგონების წყაროდ იქცევა, ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, ეს კონცეფცია უკეთ გაიგოს, უეცრად „გონებას გაუნათებს“. ეს წიგნი ორგანიზაციაში ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევს ალბათ ყველაზე ძლიერ ბიზნესინსტრუმენტს, რომელიც კი ელექტრონული ცხრილების შემდგომ შექმნილა. ეს პირველი წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ერთდროულად ორიგინალურიც არის და რელევანტურიც. რიკ გრეფი, დიზაინერების პროფესიული ასოციაციის, AIGA-ს, აღმასრულებელი დირექტორი წაიკითხეთ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.