უფასო მიწოდება
Ariete 4636/00 აეროგრილს შეუძლია მოამზადოს კერძები ნაკლები ცხიმით, უფრო ჯანსაღად, ამასთანავე შეუნარჩუნოს გემო და არომატი. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ხრაშუნა, გემრიელი შემწვარი საკვები ნაკლები ცხიმით ან უცხიმოდ. შიდა ცხელი ჰაერის ცირკულაციის ტექნოლოგია იძლევა კერძის იდეალურ კონდიციამდე შებრაწვის საშუალებას. ამავდროულად ნაკლები ცხიმის გამოყენება უზრუნველყოფს სადილის მომზადებას ნამწვის და ყოველგვარი უსიამოვნო სუნის გარეშე.
7 ლ მოცულობის ჯამი საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ სადილი მთელი ოჯახისთვის. მოწყობილობას აქვს წინასწარ განსაზღვრული 10 პროგრამა: გათბობა, გალღობა, დეჰიდრატაცია, ფერმენტაცია, გრილი, ორთქლით მომზადება და სხვა. ორთქლით მომზადებისთვის აეროგრილს აქვს ინტეგრირებული, 1.55 ლიტრი მოცულობის წყლის ავზი, რომელიც უზრუნველყოფს ორთქლის წარმოქმნას 90 წუთის განმავლობაში. გრილის ფუნქციის დახმარებით თანაბრად შეწვავთ ხორცს, თევზს და ბოსტნეულს. Air fryer cooking + steam პროგრამით კი მიიღებთ ხრაშუნა საკვებს გარედან, ისე რომ შეუნარჩუნდეს სირბილე.
აეროგრილს აქვს ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა მაქსიმუმ 200°C-მდე, ასევე ტაიმერი. ტემპერატურის და ტაიმერის რეგულირება, 10 პროგრამიდან სასურველის არჩევა მარტივად შეგიძლიათ სენსორული პანელის დახმარებით. Ariete 4636/00 აღჭურვილია თვითწმენდის ფუნქციით, ასევე აქვს ავტომატური გათიშვის ფუნქცია უსაფრთხოებისთვის.
Ariete იტალიური ბრენდია, რომელიც 1964 წელს ტოსკანაში დაარსდა და 2001 წლიდან იტალიური DeLonghi Group-ის წევრია.
კომპანია ცდილობს ახალი იდეებით და კრეატიული მიდგომით გაამარტივოს ყოველდღიური ოჯახური საქმე. Ariete-ს სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე პოპულარული ნიშური ხაზებია: Moderna, Vintage და Party Time.
თითოელი პროდუქტი იტალიური ხარისხის სტანდარტით და გამორჩეული დიზაინით იქმნებაა, ამავე ნომინაციებში აქვს მიღებული Ariete-ს პროდუქციას პრესტიჟული ჯილდოები, მათგან აღსანიშნავია რამდენიმე: Saladino, Vaporì და Gratì.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.