შენი ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით წიგნები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო. ველიზე სხვადასხვა ქართული გამომცემლობის წიგნებს შეხვდები, რომ საყვარელი ავტორების ნაწარმოებების კითხვა და ახალი ავტორების აღმოჩენა გაგიმარტივდეს.
ინტელექტის წიგნები სერიებისა და ავტორების მიხედვით
გამომცემლობა ინტელექტის წიგნები ველიზე სერიებისა და ავტორების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, ასევე შეხვდები გამომცემლობის ბესტსელერებს, საკითხავს მოზარდებისთვის და თანამედროვე პროზის თარგმანებს.
შეარჩიე წიგნები სხვადასხვა სერიებიდან
გამომცემლობა ინტელექტის სერია 10 რომანი დიქტატურაზე ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებებს აერთიანებს.
თუკი დიქტატურის შესახებ რომანს ეძებ, გაბრიელ გარსია მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებია, რომლის წაკითხვაც შეიძლება. მარკესმა ამ რომანში შეკრიბა და გააერთიანა მსოფლიოში არსებული ყველა დიქტატორის სახე, შექმნა უნივერსალური პორტრეტი და აჩვენა თუ როგორ მარტოსულობამდე მიჰყავს ადამიანი აბსოლუტურ ძალაუფლებას.
იმავე სერიიდან, ველიზე ასევე ბერნჰარდ შლინკის რომანი “წამკითხველი” შეგხვდება, რომელიც შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
ველიზე წიგნებს ასევე ინტელექტის სერია Magnum Opus-იდანაც შეხვდები. ტერმინი ლათინურიდან მოდის და თანამედროვეობაში ხელოვანის უდიდეს, ყველაზე ცნობილ ნამუშევარს აღნიშნავს. სერიაში კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ცნობილ ნაწარმოებებს ონლაინ, სახლიდან დაათვალიერებ.
ინტელექტის იუბილესთან დაკავშირებით, გამომცემლობამ ასევე გამოუშვა სერია “ინტელექტი 25 წლისაა”, რომელიც ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებს. სერიის ფარგლებში აღმოაჩენ ისეთ წიგნებს, როგორიცაა:
- უილიამ ფოლკნერის “გარდავედ, მოსე”
- გაბრიელ გარსია მარკესის “საუკუნის სკანდალი”
- ბესიკ ხარანაულის “დიდი სმა”
- ნიკო კაზანძაკისის “ღვთის გლახა”
შენთვის სასურველი წიგნების შერჩევა ანოტაციების მიხედვით შეგიძლია, ველიზე ასევე წიგნების პირველი 10 გვერდის PDF ვერსიას შეგიძლია გაეცნო, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებს.
გამომცემლობა ინტელექტის წიგნების ავტორების მიხედვით
გამომცემლობა ინტელექტის წიგნების შერჩევა ველიზე ავტორების მიხედვითაც შეგიძლია.
ქართველი ავტორები
გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნებს, ექსკლუზიურად გამომცემლობა ინტელექტისგან ველის ონლაინ თაროებზე შეხვდები. მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერი “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” კარგი არჩევანია, თუ ოჯახური საგა გაინტერესებს. რომანი ერთი ქართული ოჯახის ტრაგიკულ და გამოწვევებით სავსე ისტორიას ჰყვება, რამდენიმე თაობის მანძილზე.
ველიზე ხარატიშვილის სხვა რომანებიც შეგხვდება, მაგალითად “უკმარი სინათლე”, “ჟუჟა”, “ჩემი საყვარელი ორეული” და სხვა.
ველიზე თანამედროვე ქართველი პოეტების ნაწარმოებებსაც შეხვდები. ქართველი მწერლისა და პოეტის, ბესიკ ხარანაულის “რძის ფოსტა” 4 ნაწარმოებს აერთიანებს, რომელთაც მწერლის თქმით “ავტორი არ ჰყავთ”.
პოეზისა და პროზასთან ერთად, გამომცემლობა ინტელექტისგან ველიზე მემუარებისა და დღიურის ტიპის ნაწარმოებებსაც შეხვდები. ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის “ნაგერალა 80” მკითხველის ინტერესს პირველი წინადადებიდანვე აღძრავს, წიგნის პოლიჟანრულობიდან გამომდინარე. ველიზე გელა ჩარკვიანის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, “ნაგერალას” კიდევ 2 ნაწილს აღმოაჩენ.
უცხოელი ავტორები
VELI.store-ზე გამომცემლობა ინტელექტისგან მსოფლიოში ცნობილი ლათინოამერიკელი ავტორების ნაწარმოებებსაც შეხვდები. გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “სიყვარული ჟამიანობის დროს” გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია, რადგან მწერლის თქმით, მან მშობლების სიყვარულის ისტორია რომანად აქცია, სადაც რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი მოშლილია. ველიზე ასევე შეგხვდება მარკესის “მარტოობის ასი წელიწადიც”, რომელიც მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია.
გაბრიელ გარსია მარკესის გარდა, ველიზე პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებებიც შეგხვდება, მათ შორის ”დეიდა ხულია და ჯღაბნია” და “ქალაქი და ძაღლები”.
გამომცემლობა ინტელექტისგან ველიზე სვეტლანა ალექსიევიჩის “ჩერნობილის ლოცვასაც” შეხვდები, მწერლის სხვა ნაწარმოებებთან ერთად. ველიზე შერჩეულ ნებისმიერ წიგნს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.