გამომცემლობა აქტი გამოსცემს და თარგმნის წიგნებს, რომელთა შინაარსი ძირითადად ფილოსოფიას ეხება. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე აღმოაჩენ კატეგორიას ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, სადაც შეგიძლია ასევე აღმოაჩინო აქტის გამომცემლობის წიგნები და შეარჩიო შენთვის სასურველი.
წიგნები ფილოსოფიაზე
ოშო ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსია. ველიზე შეარჩევ ავტორის წიგნს “რა არის მედიტაცია?”, სადაც საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში და ზოგადად სხვა შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 38 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება და ა.შ.
ქალისა და მამაკაცის სამართლებრივი და სოციალური თანასწორობის სასარგებლოდ საუბრობს ჯონ სტიუარტ მილი წიგნში “ქალთა დაქვემდებარება”. საინტერესოა, რომ ნაშრომის საფუძვლად დევს შემდეგი მოსაზრება: „ერთი სქესის კანონიერი დაქვემდებარება მეორისადმი – თავისთავად მცდარია და დღესდღეობით ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ადამიანის სრულყოფისათვის“. იმ დროს, როდესაც მილმა „ქალთა დაქვემდებარება“ გამოაქვეყნა, მის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ქალებს ხმის უფლება არ გააჩნდათ.
ქართველი მწერლების წიგნები
გამომცემლობა აქტი ხშირად თანამშრომლობს ქართველ ავტორებთანაც. ველიზე აღმოაჩენ ნონა ხიდეშელის წიგნს “Carpe diem”, რომელიც თვითძიებაზე, ადამიანის არსებობის საიდუმლოსა და შინაგანი ბრძოლის პროცესზეა. წიგნი ეხება ცნობიერი, ფიქრების, ემოციების, არჩევანისა და რეალობის მიღების საკითხებს.
ველიზე შეგხვდება ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, მერაბ მამარდაშვილის “ცნობიერება და ცივილიზაცია”. წიგნი წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ნაკრებს, რომელშიც თემატურად არის დალაგებული ავტორის ნააზრევი აღნიშნული საკითხისადმი.
დაათვალიერე გამომცემლობა აქტის წიგნები ველიზე, შეარჩიე წიგნები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.