ალონი ქართული საოჯახო გამომცემლობაა, რომელიც ძირითადად გამოსცემს მე-19-20 საუკუნის სამოგზაურო და ისტორიულ ლიტერატურას. გარდა ამისა, გამომცემლობა დიდ ყურადღებას უთმობს დოკუმენტურ პროზასაც. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე ალონის გამომცემლობის წიგნებთან ერთად შეგიძლია აღმოაჩინო მხატვრული ლიტერატურა თუ ინგლისურენოვანი წიგნები.
ალონის გამომცემლობის წიგნები ველიზე
ალონის გამომცემლობის წიგნებიდან ველიზე შეგიძლია შეარჩიო ნაირა გელაშვილის "დედის ოთახი". ნაწარმოები მარტოხელა დედის და მისი სამი შვილის ემოციურ ურთიერთობას ეხება. რომანის მთავარი პერსონაში - დედა მქარგავია და ნაწარმოების თხრობის სტილიც კარგად ასახავს მის შინაგან მდგომარეობას.
მხატვრული ლიტერატურის გარდა ასევე აღმოაჩენ ისტორიულ მონოგრაფიას. მათ შორის არის გერონტი ქიქოძის “ერეკლე მეორე”. წიგნში მთავარი ყურადღება გამახვილებულია საქართველოში XVIII საუკუნის უმნიშვნელოვანეს ფიგურაზე, ერეკლე II-ის, ცხოვრებაზე. ავტორი აღწერს ქართლ-კახეთის მეფის პიროვნული და პოლიტიკური აქტივობების მნიშვნელობას, მის კავშირს ქართულ ისტორიასთან, ასევე, მეფობის ხანის სოციალურ და პოლიტიკურ პირობებს.
შეიძინე წიგნები ონლაინ
საბავშვო ლიტერატურიდან ალონის გამოცემულ წიგნებშია ნაირა გელაშვილის “ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში”. რომანში აღწერილია ერთი განსაკუთრებული ქალაქი ანთინარი, სადაც ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს ერთმანეთის ენა ესმით და იდუმალ სამყაროში არსებობენ. აღმოაჩინე წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.