კომფორტული და მრავალფეროვანი გეიმინგის გამოცდილებისათვის, გამართული და ხარისხიანი მოწყობილობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ველიზე კონსოლებთან და ვიდეო თამაშებთან ერთად, გეიმინგ ავეჯი & აქსესუარები, კონტროლერები, გეიმინგ ლეპტოპები, და მონიტორები შეგიძლია აღმოაჩინო.
შეარჩიე გეიმინგ მოწყობილობები VELI.store-ზე
გეიმინიგისათვის მონიტორი და ლეპტოპი ძირითადი მოწყობილობებია, რადგან მთავარი მოქმედება თამაშის პროცესში ეკრანზე მიმდინარეობს. ველიზე შეგიძლია შენთვის სასურველი გეიმინგ ტექნიკა ონლაინ შეარჩიო.
ლეპტოპები და მონიტორები
გეიმინგ ლეპტოპის შერჩევისას სასურველია, განსაკუთრებული ყურადღება გრაფიკულ ბარათს (GPU) მიაქციო, რომელიც ვიზუალური ეფექტების გამართულობას უზრუნველყოფს.
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესორის სიმძლავრე, რაც ბირთვების რაოდენობით განისაზღვრება. თამაშების სწრაფად წარმართვისათვის მინიმუმ 4 ბირთვი გჭირდება, იდეალურ ვარიანტში კი სასურველია 6-დან 8 ბირთვამდე სიმძლავრის პროცესორი შეარჩიო. კარგი არჩევანია MSI Thin 15 B12UC Alder Lake i5-12450H 16 GB 512 GB GeForce RTX 3050 4 GB 15.6" Laptop 8 ბირთვიანი პროცესორით და 16 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.
იმისათვის, რომ თამაში სწრაფად წარიმართოს და გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში აღქმა შეძლო, Ghz, ანუ ტაქტური სიჩქარის მაჩვენებლს უნდა დააკვირდე. ველი პროცესორის უმაღლესი სიჩქარით, HP Omen 16 Intel Core i9 14900HX 32 GB 1 TB-ს აღმოჩენა შეგიძლია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულების უფრო დიდ ეკრანზე ნახვა გსურს, შეგიძლია გეიმინგ მონიტორი შეარჩიო. ველიზე Asus XG27AQ ROG Strix 27" შეგხვდება თანამედროვე და ერგონომიული დიზაინით. 2560 x 1440 რეზოლუციის მქონე 27 ინჩიანი გეიმინგ მონიტორი, 170 Hz განახლების სიხშირით და 1ms რეაგირების დროით, პროფესიონალური გეიმინგისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
გეიმინგ კონსოლები და კონტროლერები
თუკი გეიმინგ ლეპტოპის ბიუჯეტურ ალტერნატივას ეძებ, სრულყოფილი ფუნქციონალით, შესაძლოა გეიმინგ კონსოლები შენთვის იდეალური აღმოჩნდეს. კონსოლები ოპტიმიზებულია და არ სჭირდება სისტემური განახლება, ლეპტოპისგან განსხვავებით.
Playstation Sony-ს მიერ წარმოებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გეიმინგ კონსოლია, რომელსაც ექსკლუზიური თამაშები და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები გამოარჩევს. ველიზე Playstation 5 Console Slim CD Version White D Chassis FORTNITE COBALT STAR VCH შეგხვდება, განახლებული, თხელი დიზაინით. კონსოლს აქვს მაღალი სიჩქარის 1024 NVMe SSD / 3D აუდიო მხარდაჭერა და ინტეგრირებული დისკის წამკითხველი.
იმ შემთხვევაში, თუ Playstation-ს Xbox-ის სერიას ამჯობინებ, VELI.store-ზე შეგიძლია Xbox-თან თავსებადი Logitech-ის G923 Racing Wheel and Pedals Xbox Series X|S, Xbox One აღმოაჩინო. სარბოლო საჭეს აქვს 900 გრადუსიანი როტაცია, საჭის სენსორი და Dual-Motor Force კავშირი. სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს გადახურებისგან დაცვას, არაწრფივი პედლები კი იდეალურია ზუსტი მუხრუჭისათვის.
ველის ონლაინ თაროებზე Playstation-ისა და სხვა ტიპის გეიმინგ კოსოლებისა და კონტროლერების დიდი არჩევანია. მოქნილი გადახდის პირობების საშუალებით სასურველი ნივთის განვადებით შეძენა ან თანხის გადანაწილება შეგიძლია.
ავეჯი, აქსესუარები და პერიფერია გეიმინგისთვის
სრულყოფილი გეიმინგ გამოცდილებისათვის, კომფორტული ავეჯი და აქსესუარები დაგჭირდება. ველიზე უმაღლესი ხარისხის გეიმინგ სავარძლებისა და მაგიდების, ლეპტოპის სადგამების, მონიტორის დამჭერების, სპეციალური კლავიატურის, გეიმინგ ყურსასმენების და სხვადასხვა აქსესუარების შერჩევას შეძლებ.
გეიმინგ ავეჯი & აქსესუარები
თუკი გეიმინგისთვის მაგიდას ეძებ, Trust GXT 710 Luminus Pro RGB Gaming Desk Black განათებითა და სინათლის რეგულირების სისტემით, საინტერესო ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგიდა 150 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს და მასზე გეიმინგ მოწყობილობების ნებისმიერი კომბინაციის დატევა შესაძლებელია. ასევე შეგიძლია მაგიდის ნაცვლად გეიმინგ ლეპტოპის სადგამი შეარჩიო, რაც სივრცის მაქსიმალურად კომპაქტურად გამოყენებაში დაგეხმარება.
გეიმინგი წარმოუდგენელია შესაბამისი აქსესუარების გარეშე. კონდენსატორული ტიპის მიკროფონი SteelSeries Alias Gaming Microphone Black მაქსიმალურად მოერგება შენს საჭიროებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეიმინგის შესახებ პოდკასტს ან სხვა კონტენტს ქმნი. აქვე შეხვდები სპეციალურ დინამიკებსაც, მაღალი სიხშირული დიაპაზონით. ველიზე გეიმინიგის საუკეთესო გამოცდილებისთვის ყურსასმენების დიდი არჩევანიც დაგხვდება.
ყურსასმენებთან ერთად, VELI.store-ზე გეიმინგ მაუსები და გეიმინგ კლავიატურა შეგხვდება. შეძენილ ნივთს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.