ლაშქრობაზე წასვლას თუ გადაწყვეტ, შესაძლოა სალაშქრო ავეჯი დაგჭირდეს, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნა და დასვენებაც ხანგრძლივად შეძლო. ველიზე სალაშქრო ავეჯის დიდი არჩევანი დაგხვდება, შენთვის სასურველის შერჩევას კი ადვილად მოახერხებ.
შეარჩიე სალაშქრო ავეჯი ველიზე
ლაშქრობამდე მომზადების პროცესი ზოგჯერ ქაოსურია, რა დროსაც შეიძლება ნებისმიერი პატარა წვრილმანი გამოგრჩეს. მაგალითად შეიძლება სალაშქრო ზურგჩანთაში რომელიმე სალაშქრო აქსესუარის ჩადება დაგავიწყდეს. პირველ რიგში, შეგიძლია იმ ნივთების სია მოამზადო, რაც სალაშქროდ დაგჭირდება. ნივთების შეძენას კი ველიზე ონლაინ შეძლებ.
სალაშქრო სკამი
ხანგრძლივი ლაშქრობა წარმოუდგენელია დასვენების გარეშე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლაშქრობისას მაქსიმალური კომფორტი შეიქმნა. დასვენებას კი სხვადასხვა სალაშქრო ავეჯი გაგიმარტივებს. მაგალითად, კარგი ვარიანტია Easy Camp-ის გასაშლელი სკამი, Swell, რომელიც პოლიესტერისა და პლასტმასისგან არის დამზადებული და 100 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს.
ასევე შეიძლება Koopman-ის დასაკეცი სკამი გამოგადგეს, რომელიც ფოლადისა და პოლიესტერისგან არის დამზადებული. სკამი კომფორტული და კომპაქტურია, მის გამოყენებას კი იოლად შეძლებ.
მყარი ფხვნილით დაფარული ალუმინის ჩარჩოთი და გამძლე TechMesh ქსოვილით არის დამზადებული ALPS Mountaineering, სალაშქრო სკამი, კომპაქტური დიზაინით. სკამს მხრის ჩანთა აქვს, რაც საჭირო ნივთების შესანახად გამოგადგება.
სალაშქრო მაგიდა
სალაშქრო სკამთან ერთად, შესაძლოა ასევე მაგიდა დაგჭირდეს. ველიზე Easy Camp-ის გასაშლელი მაგიდა დაგხვდება. მაგიდა მარტივად იშლება და იკეცება, არის რეგულირებადი და მოჰყვება შესანახი ჩანთა. ავეჯი ალუმინისგანაა დამზადებული.
გამძლე ფოლადის ჩარჩოთია აწყობილი ALPS Mountaineering-ის სალაშქრო მაგიდა, რომელსაც გლუვი, ადვილად საწმენდი ზედაპირი აქვს. მარტივად ტარებისთვის მაგიდას შესანახი ჩანთა ახლავს თან.
სალაშქრო აქსესუარები
ველიზე წარმოდგენილი სალაშქრო ავეჯი მხოლოდ მაგიდითა და სკამებით არ შემოიფარგლება. კემპინგზე დაგჭირდება სალაშქრო ჭურჭელი, რომელსაც სალაშქრო სამზარეულოს კატეგორიაში იპოვი. თუ ისეთი ადგილის დასალაშქრად მიდიხარ სადაც წყალი რთულად მოიპოვება, უმჯობესია სასმელი წყალი წინასწარ შეძენილი რეზერვუარით მოიმარაგო. ველიზე წყლის რეზერვუარებს 5ლ, 10ლ, 20ლ, 35ლ-მდე მოცულობით შეხვდები. აქვეა Tramotina-ს ნახშირის გრილი, რომელიც კემპინგისთვის ბარბექიუს, ჰოთდოგებისა და ბოსტნეულის მომზადებისთვის იდეალური ვარიანტია.
ბუნების ხმების მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ ხეებს შორის ჰამაკს ჩამოკიდებ. ჰამაკების დიდი არჩევანი კი ველიზე დაგხვდება. თუ ოჯახური კემპიმნგის მოწყობა გადაწყვიტე და ბავშვებიც თან მიგყავს მათი გართობის საყვარელი აქსესუარი - აუზი შეგიძლია ველიზე სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. გასაბერი აუზის აქსესუარები მარავლი ფორმის, ზომისა და დიზაინით შეგხვდება, რაც ბავშვებს კემპინგზე ყოფნას კიდევ უფრო გაუხალისებს.
კემპინგზე წასასვლელად ველიზე შეგიძლია ასევე აღმოაჩინო:
- კარვები
- დასაფენები
- საძილე ტომარა
- წვრილმანი სალაშქრო აქსესუარები
თუ გრძელვადიან კემპინგს გეგმავ და სალაშქრო გზა მანქანით უნდა გაიარო, ველიზე ავტომობილის აქსესუარებს აღმოაჩენ, რომ შენი ავტომობილის ინტერიერი და შესაბამისად მგზავრობა, კომფორტული გახადო. ველიზე სალაშქრო ტანსაცმლის აღმოჩენაც შეგიძლია, მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი კი Hoka-სგან შეგილია შეარჩიო.
ველიზე შოპინგი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლია. შენაძენს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასოდ მიიღებ.