კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ემულსია
ფილტრაცია
დალაგება:

ემულსია

20 პროდუქტის ჩვენება

სახის ემულსია კანის დამატენიანებელი და გამაჯანსაღებელი საშუალებაა, რომელიც სხვა კრემებისგან განსხვავებით წყლის ბაზაზეა დამზადებული. ემულსია უფრო მსუბუქია ვიდრე დამატენიანებელი კრემი, ადვილად შეიწოვება და ინარჩუნებს ტენიანობის დონეს კანში, ამასთანავე აძლიერებს შრატისა და ასაკსაწინააღმდეგო დამატენიანებელი საშუალებების სასარგებლო თვისებებს.

 

შეარჩიე ემულსია კანის ტიპის მიხედვით

 

იმისათვის, რომ სახის კანის მოვლა გაიმარტივო, მნიშვნელოვანია სწორად  განსაზღვრო შენი სახის კანის ტიპი. მშრალი კანისათვის, ემულსია საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც შრატთან კომბინაციაში შეგიძლია. ცხიმიანი კანისათვის კი ემულსია საუკეთესო ბალანსს ქმნის, შეიწოვს ზედმეტ ცხიმს და ათანაბრებს კანის სტრუქტურას.

 

ველიზე თავის მოვლის საშუალებებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან აღმოაჩენ:


 

 

თუ სახის ემულსიას აკნეს ან ინფექციის პრევენციისთვის ეძებ, Soskin AKN Stop Imperfection P+ შესანიშნავი არჩევანია. იგი ამცირებს ფორების დაბინძურების რისკს, ახდენს ფერიმჭამელების გაჩენის პრევენციას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამცირებს კანის სიწითლეს და ხელს უწყობს ნაწიბურების შემცირებას. 

 

კომბინირებული კანისათვის კარგი ვარიანტია Nuxe Aquabella სახის დამატენიანებელი ემულსია მცენარეული კომპლექსით. ემულსია ატენიანებს მშრალ უბნებს და სპეციალურად მოქმედებს ცხიმიან ზონებზე, კანზე ბალანსისათვის. კანი ინარჩუნებს გლუვ და სუფთა იერს. 

 

თუ სახის კანის მოვლისათვის საშუალებებს ასაკსაწინააღმდეგო ხაზიდან ეძებ, კარგი არჩევანია Farmstay Black Snail & Peptide 9 სახის ემულსია გამაახალგაზრდავებელი ეფექტით. ემულსია ღრმად ატენიანებს სახის კანს და აღადგენს წყლის ლიპიდურ ბალანსს, ამასთან ანიჭებს აბრეშუმისებრ სიგლუვეს და ბზინვარებას. დაათვალიერე და შეარჩიე სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები ველიზე ონლაინ, შენი საჭიროებებისა მიხედვით. ველიზე შერჩეულ სასურველ ნივთს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.

 


სახის კანის მოვლის საშუალებები VELI.store-ზე

 

ველიზე სახის კანისათვის შრატის დიდი არჩევანი დაგხვდება. მაგალითად, კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს Revox B77 Just Salicylic Acid 2% სახის ამქერცლავი შრატი აკნესადმი მიდრეკილი, ცხიმიანი & კომბინირებული კანისთვის. შრატი აშორებს მკვდარ უჯრედებს, ზედმეტ ცხიმს და ღრმად წმენდს ფორებს. 

 

ასევე კარგი ვარიანტია Slosophy ჰიალურონის სახის შრატი ყველა ტიპის კანისათვის. შრატი ღრმად ატენიანებს კანს და ებრძვის სიმშრალეს, ასევე აქტიურად მოქმედებს გაღიზიანების წინააღმდეგ. შრატში შემავალი ანტიოქსიდანტები ეხმარებიან კანს ელასტიურობისა და სიგლუვის შენარჩუნებაში. 
 

კანის მოვლის სრულყოფილი რუტინა სახის კანის წმენდასთან და დატენიანებასთან ერთად, პერიოდულად ნიღბების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ნიღბები კანის დამატებით საკვებსა და ვიტამინებს აწვდის, უზრუნველყოფს სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას თავის მოვლის პროცესში. VELI.store-ზე შეგიძლია ასევე ტუჩის მოვლის საშუალებები აღმოაჩინო, რომ შენი ტუჩები გამოშრობისაგან და აქერცვლისაგან დაიცვა. შერჩეულ პროდუქტებს თბილისსა და მის შემოგარენში 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.