თმის მოვლის პროცესში ხარისხიანი პროდუქტების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თმა დატენიანებული და ჯანსაღი იყოს. ველიზე თმის მოვლის სფეროში წამყვანი ნიდერლანდური ბრენდის, Keune-ის პროდუქციას აღმოაჩენ, შენთვის სასურველ პროდუქტს კი იოლად, ონლაინ შეარჩევ.
Keune-ს თმის მოვლის საშუალებები საჭიროებების მიხედვით
ველიზე Keune-ს სხვადასხვა პროდუქციას შეხვდები შენი თმისთვის, მათ შორის შამპუნებს, თმის კონდიციონერებსა და ნიღბებს, სპრეის, კრემებსა და საშუალებებს წვერის მოვლისათვის.
Keune-ს თმის შამპუნი & კონდიციონერი
თმის მოვლის პროცესი შამპუნის შერჩევით იწყება. პირველ რიგში, სასურველია განსაზღვრო, თუ რა ტიპის თმა გაქვს და შამპუნიც შესაბამისად შეარჩიო. მაგალითისთვის, თუკი მშრალი თმა გაქვს, Keune Care Satin Oil Moisturizing მშრალი თმის შამპუნი გამოგადგება. სპეციალური შემადგენლობის მეშვეობით, შამპუნი ნაზად ასუფთავებს სკალპს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. შამპუნი ასევე დაგეხმარება შემატო თმას მოცულობა და ვარცხნის პროცესიც გაიმარტივო.
ქერტლი მშრალი და ცხიმიანი თმისთვის ერთნაირად დამახასიათებელი და შემაწუხებელია. ველიზე Keune ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი შეგიძლია აღმოაჩინო, რომლის შემადგენლობაც გაღიზიანებული სკალპის წმენდისთვის იდეალურია. შამპუნი ამცირებს ქერტლის წარმოქმნას და აქვს სამკურნალო ფუნქცია.
კონდიციონერი & ნიღაბი
შამპუნთან ერთად, თმისთვის კონდიციონერი დაგჭირდება. კარგი არჩევანია Keune Care Absolute Volume თხელი თმის კონდიციონერი მკვებავი და აღმდგენი ფუნქციით. კონდიციონერი აღადგენს დაზიანებულ თმას, ამცირებს მტვრევადობას და ანიჭებს დასუსტებულ თმას მოცულობას.
შეღებილი თმისთვის კი Keune So Pure Cool კონდიციონერი გამოგადგება. კონდიციონერი არბილებს, ატენიანებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას, ამასთან ერთად ანეიტრალებს მოყვითალო ტონებს, ჯანსაღი ფერის მისაღებად.
თუკი კონდიციონერის გამოყენებას ნიღაბს ამჯობინებ, შესაძლოა Keune Care Color Brillianz შეღებილი თმის ნიღაბი შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ნიღაბი აქტიურად იცავს UVA & UVB გამოსხივებისგან და კვებავს თმას. ნიღაბი კონდიციონერის ნაცვლად ან მასთან ერთად შეგიძლია გამოიყენო. ნიღაბი კარგი არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ სქელი თმა გაქვს და მისთვის დამატებითი მოცულობის მინიჭება არ გჭირდება.
თმის კრემი & სპრეი
იმისათვის, რომ დაბანის პროცესში გამოყენებული საშუალებების ეფექტი დიდხანს შეინარჩუნო, დაბანის შემდგომი მოვლაც მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია თმისთვის კრემი, ლოსიონი, ზეთი და სხვა საშუალებები გამოიყენო.
თუკი ხვეული თმა გაქვს, Keune Care Confident ხვეული თმის კრემი გამოგადგება. კრემი აღადგენს PH ბალანსს, ხელს უშლის დეჰიდრატაციას და შექმნილია დაბალი ტემპერატურისგან თმის დაცვისთვის. კრემი დამატებით ატენიანებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას.
თმის ფიქსაციისთვის Keune Style Shine Therapy სპრეი კარგი არჩევანია. სპრეის აქვს არაწებოვანი სტრუქტურა, სასიამოვნო სურნელი და უზრუნველყოფს თმის ფიქსაციას დიდი ხნის მანძილზე.
ზეთი თმის მოვლის პროცესში შეუცვლელი პროდუქტია. ბრენდისგან ველიზე Care Satin თმის ზეთი შეგხვდება, რომელიც აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. ამასთან ზეთი მატებს თმას მოცულობას და გაგიმარტივებს ვარცხნის პროცესს.
თმის და წვერის მოვლის პროდუქტები მამაკაცებისთვის
Keune თმისა და წვერის მოვლის პროდუქტებს მამაკაცებისთვისაც აწარმოებს. თუკი თმისა და წვერისათვის კონდიციონერს ეძებ, Keune Men Essential თმის & წვერის კონდიციონერი კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. კონდიციონერი ამცირებს თმის მტვრევადობას, კვებავს და აჯანსაღებს მას.
ველიზე ასევე ბრენდისგან Keune 1922 Top Beard საპარსი კრემი შეგხვდება. კრემი ამცირებს გაღიზიანებას პარსვის დროს, კვებავს და ატენიანებს კანს. შექმნილია სპეციალურად მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.
წვერისთვის კრემთან ერთად შესაძლოა Keune 1922 წვერის ზეთი გამოგადგეს. ზეთი ატენიანებს წვერს და ანიჭებს ბზინვარებას. ამასთან ერთად, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს და ხდის თმას მორჩილს.
ველიზე Keune-ს პროდუქციის შერჩევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. სასურველ პროდუქტს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში უფასო მიწოდებით მიიღებ.