სახლში სისუფთავის შენარჩუნებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის საწმენდი საშუალებები VELI.store-ზე ონლაინ შეგიძლია შეიძინო. აქ შეხვდები ჭურჭლის სარეცხი მანქანის თუ სხვადასხვა ავეჯის საწმენდ საშუალებებს. შეიძინე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე ავეჯის საწმენდი საშუალებები ველიზე
იმისთვის, რომ ავეჯმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, აუცილებელია მისი შესაბამისი მოვლა. საჭირო პროდუქტების აღმოჩენა შეგიძლია ქვეკატეგორიაში ხის ავეჯის საწმენდი საშუალებები. აქ შეხვდები Pronto-ს ხის ავეჯის საწმენდ აეროზოლს, რომელიც მტვერსაწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. პროდუქტი იცავს ავეჯს დაზიანებისგან და აცილებს მას ჭუჭყს დიდი ძალისხმევის გარეშე.
მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებშია Frosch-ის უნივერსალური საწმენდი სითხე, რომელიც ყველანაირი ზედაპირისთვის გამოიყენება. სითხე აშორებს სოკოს, ჭუჭყს, ლაქებს, კლავს ბაქტერიებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. საშუალება დერმატოლოგთა მიერ დადასტურებულია და არ იწვევს ალერგიას.
ავეჯის უკეთ მოვლისთვის მოსახერხებელი ვერსიაა HG-ს მკვებავი ზეთი ხის ავეჯისთვის. პროდუქტი მუხის, წიფლისა და ბლის ხის დასაცავად გამოიყენება.
შეარჩიე გაზქურის საწმენდი პროდუქტები
გაზქურა ტექნიკის ის სახეა, რომელიც ყველაზე ხშირად ბინძურდება საკვებით. ცხიმისა და სხვა ტიპის ჭუჭყის მოსაშორებლად აუცილებელია სწორად შეირჩეს საწმენდი საშუალებები. გაზქურიდან ცხიმის მოსაშორებლად Sanita-ს სპრეი შეგიძლია გამოიყენო. პროდუქტი ხის, მინის, კერამიკისა თუ მეტალის ზედაპირების საწმენდად გამოიყენება. სპრეის მწვანე ჩაისა და ლაიმის არომატები აქვს.
უნივერსალური ანტიბაქტერიული საწმენდია Sano-ს სპრეი, რომელიც ხელს უწყობს ჰიგიენისა და სისუფთავის შენარჩუნებას სახლში. პროდუქტი ჟანგბადის ენერგიით ეფექტურად აშორებს ჭუჭყსა და ბაქტერიებს. სპრეის გამოყენება დაშვებულია საკვებთან კონტაქტურ ზედაპირებზე.
ყველა ტიპის ტექნიკის საწმენდის სითხეები
ყველა ტექნიკას, მათ შორის, მაცივარსაც სჭირდება სათანადო მოვლა. ამ პროცესის გამარტივებისთვის გადახედე სხვა ტექნიკის საწმენდი საშუალებების ქვეკატეგორიას. მაგალითად, HG-ს მაცივრის საწმენდი სპრეი, აშორებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს, არ ტოვებს ლაქებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. გემრიელი და ცხიმიანი საკვების მომზადების შემდეგ დაბინძურებული ღუმელის გასუფთავებაში დაგეხმარება Dr. Beckmann-ის ღუმელის საწმენდი სპრეი, რომელიც ცხიმის ნარჩენებს მარტივად ებრძვის.
ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის მოსახერხებელია HG-ს საწმენდი. პროდუქტი აშორებს კირქვის ნადებსა და საპნის ჭუჭყს. ფხვნილი ასევე რეკომენდებულია სარეცხი მანქანისთვისაც.