სამზარეულოს მოვლის საშუალებები VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო. აქ შეხვდები ისეთი ბრენდების, საწმენდ სითხეებს, როგორებიცაა: Fairy, Frosch, HG. შეარჩიე პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
ჭურჭლის სარეცხი სითხეები ველიზე
მომხმარებლის რჩეული პროდუქტია Frosch-ის ჭურჭლის სარეცხი ბალზამი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ზედაპირისთვის გამოიყენება. სითხე სრულად აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს. PH ნეიტრალური ფორმულის დახმარებით ბალზამის გამოყენება ხელით რეცხვისას უსაფრთხოა. შესაბამისად, არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიას.
ჭურჭლის ავტომატური რეცხვისთვის შეგიძლია შეარჩიო Finish-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები. პროდუქტი აშორებს ცხიმს და საკვებ ნარჩენებს. შეფუთვაში კი 25 კაფსულაა. შენი სამზარეულოს სისუფთავისთვის ასევე გადახედე ტილოების & ჰიგიენური ქაღალდების კატეგორიას.
სამზარეულოს საწმენდი აქსესუარები
ჭურჭლის სარეცხი სითხეების გარდა სამზარეულოში დაგჭირდება ღრუბლები და ხელთათმანები. ველიზე მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებს შორის არის Vileda-ს ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ჭურჭლისთვის. ნივთი აშორებს საკვებისა და ლაქების ნარჩენებს. შთანთქავს სითხეს და ინარჩუნებს სარეცხი საშუალების ქაფს. შეფუთვაში 3 ცალი ღრუბელია მოთავსებული.
ჭურჭლის ხელით რეცხვისთვის კარგი ვარიანტია Reflexx-ის ნატურალური ლატექსის ხელთათმანი, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სხვა ნებისმიერი სახის დასუფთავებისთვის. პროდუქტი იცავს ხელებს ნესტისგან და არ აუხეშებს კანს. სამზარეულოს ნიჟარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შეარჩიე ონკანის საწმენდი საშუალებები. ამ პროცესისთვის დაგჭირდება Peros-ის საწმენდი კრემი, რომელიც ეფექტურად წმენდს ლითონს, ასუფთავებს ნიჟარებსა თუ ონკანებს და გამოიყენება სამზარეულოს ტექნიკის საწმენდადაც.
დაათვალიერე სახლის მოვლის კატეგორია ველიზე ონლაინ, აღმოაჩინე სამზარეულოს მოვლისთვის საჭირო, მათ შორის სააბაზანოს პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.