სახლის დალაგების პროცესში მისაღები ოთახის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ველიზე სხვადასხვა საწმენდ საშუალებებსა და აქსესუარებს აღმოაჩენ, რომ სახლის მოვლა გაიმარტივო.
მისაღები ოთახის მოვლის საშუალებები
საწმენდი საშუალებები იატაკისთვის
მისაღების დალაგებისას იატაკი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ოთახის ეს ნაწილი ყველაზე ხშირად ჭუჭყიანდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ველიზე შეძლებ იატაკის მოვლის უნივერსალური საშუალებები აღმოაჩინო, ნებისმიერი ტიპის იატაკის ზედაპირის საწმენდად. თუკი შენი მისაღების იატაკი სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს, საწმენდის შესაბამისად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითისათვის, საშუალებები, რომელსაც მეტლახის & გრანიტის იატაკისათვის გამოიყენებ, შესაძლოა ხის იატაკის საწმენდად ნაკლებად გამოგადგეს.
VELI.store-ზე იატაკის საწმენდ ტილოებსაც აღმოაჩენ, მოპებთან და მოპების სათადარიგო ტილოებთან ერთად. ბიუჯეტური და მოსახერხებელი ვარიანტია Vileda-ს მრავალფუნქციური საწმენდი ტილო, მიკროფიბრის ზედაპირით. ტილო იოლად აშორებს ჭუჭყსა და ლაქებს, შთანთქავს სითხეს და აპრიალებს ზედაპირს.
მისაღებში სისუფთავის შესანარჩუნებლად შესაძლოა ასევე ცოცხები & იატაკის ჯაგრისები გამოგადგეს. ველიზე შენთვის სასურველი საწმენდი პროდუქტების დიდი არჩევანი დაგხვდება, შერჩეულ პროდუქტს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
ავეჯის & ტექნიკის საწმენდი პროდუქტები
მისაღები ოთახში ავეჯის სისუფთავე რომ შეინარჩუნო, სხვადასხვა ტიპის ავეჯის საწმენდი საშუალებები გამოგადგება. ავეჯს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომ ფუნქციური იყოს და დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი იერი. თუკი ხის ავეჯის ხარისხიანად გასაწმენდად პროდუქტს ეძებ, შესაძლოა HG-ის ხის ზედაპირის აღმდგენი სპრეი გამოგადგეს. სპრეი იცავს ავეჯს გაუფერულებისგან, ლაქებისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან, დიდხანს ინარჩუნებს ხის ბუნებრივ ფერს.
ველიზე ასევე შეგიძლია რბილი ავეჯის საწმენდი საშუალებები აღმოაჩინო. დივნებისა და სავარძლების ხშირი წმენდა მნიშვნელოვანია, რადგან რბილ ზედაპირ მტვერი მარტივად ეკრობა და მალევე აღწევს სიღრმეშიც.
თუ მისაღებ ოთახში ტელევიზორის ან სხვა ტექნიკის საწმენდი საშუალებები დაგჭირდა, ველიზე შენთვის სასურველ პროდუქტს მარტივად იპოვი და ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძენ.
საშუალებები სისუფთავისა და სასიამოვნო სურნელისათვის
ხალიჩა ფუნქციურადაც და ვიზუალურადაც ინტერიერის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. იმისათვის, რომ შენი ხალიჩები ლაქებისგან და მტვრისგან დაიცვა, აღმოაჩინე საწმენდი საშუალებები ფარდაგისთვის ველიზე. თუკი ხალიჩის სარეცხ პროდუქტს ეძებ, ბუნებრივი ან სინთეტიკური ხალიჩებისთვის, შესაძლოა Eureka, ხალიჩის სარეცხი შამპუნი შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. შამპუნი ღრმად ასუფთავებს ქსოვილს, აშორებს რთულ ლაქებს და აქრობს უსიამოვნო სუნს.
სასიამოვნო სურნელი სახლის ყველა ოთახში მნიშვნელოვანია, დადებითი განწყობისა და სისუფთავის შეგრძნების შენარჩუნებისთვის. მისაღებში სასიამოვნო სურნელი რომ შეინარჩუნო, არომატიზატორები და აეროზოლები გამოგადგება. ველიზე განსხვავებული არომატის ჰაერის გამწმენდ პროდუქტებს შეხვდები, შენაძენს კი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ წერტილში უფასო მიწოდებით მიიღებ.
პროდუქტები სახლის მოვლისათვის VELI.store-ზე
მისაღები ოთახის გარდა, ველიზე საწმენდ საშუალებებს სხვა ოთახებისთვისაც შეხვდები. ჰიგიენური საშუალებების დიდი არჩევანიდან კი სასურველის ონლაინ არჩევა, დროსა და ენერგიას დაგიზოგავს. თუკი შენთვის სამზარეულოს სისუფთავე ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია, ველიზე ჭურჭლის რეცხვისა და ტექნიკის საწმენდ არაერთ პროდუქტს აღმოაჩენ. ჩამჯდარ ჭუჭყთან და ცხიმთან გასამკლავებლად კი, მილების, ცხიმისა & ნადების საწინააღმდეგო საშუალებები დაგეხმარება.
სამზარეულოსთან ერთად, განსაკუთრებული სისუფთავე სააბაზანოშიც მნიშვნელოვანია. წყლის მუდმივი მოძრაობა და ნესტი ხშირად იწვევს გაჭედილ მილებსა თუ დაჟანგებული ზედაპირებს. მსგავსი პრობლემები რომ თავიდან აირიდო, სანტექნიკის საწმენდი საშუალებები გამოგადგება. ქიმიური საშუალებები სააბაზანოში ბაქტერიების დაგროვებას თავიდან აგაცილებს და მუდმივ სისუფთავეს უზრუნველყოფს.
VELI.store-ზე, კატეგორიაში სამრეცხაო ქსოვილის მოვლისა და რეცხვისათვის საჭირო ფხვნილებთან და სითხეებთან ერთად, სამრეცხაო ოთახის აქსესუარებსაც იპოვი. შენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნივთს კი მიტანის საფასურის გარეშე, სასურველ დროს მიიღებ.