სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად არაერთი ქიმიური საშუალების გამოყენებაა საჭირო. სახლის მოვლა რომ გაიმარტივო, ველიზე საწმენდი საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს აღმოაჩენ. შეძენილ პროდუქციას კი, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დიდი არჩევანი
ეკო პროდუქცია შენი აბაზანისთვის
თუკი აბაზანის დასასუფთავებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეძებ, Frosch-ის აბაზანის საწმენდი სითხე, ლავანდის არომატით საუკეთესო ვარიანტია. სითხე გამოიყენება აბაზანის ზედაპირების საწმენდად, ანადგურებს ბაქტერიებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. საწმენდი ტესტირებულია დერმატოლოგიურად, არის PH ნეიტრალური, არ იწვევს ალერგიას და არ აღიზიანებს კანს.
ველიზე ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდეგრადირებად, ვეგანურ Grüne Kraft-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბებსაც აღმოაჩენ. აბები აშორებს მიმხმარ ცხიმსა და საკვების ნარჩენებს, იცავს მინას კოროზიისგან და ნადების წარმოქმნისგან.
შეარჩიე ეკო პროდუქცია ბავშვის მოსავლელად
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ბავშვის ნივთების მოსაწესრიგებლად ეძებ, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მიაქციო ყურადღება პროდუქტის წარმომავლობას. იდეალური ვარიანტია ბავშვის უნივერსალური ქსოვილის სარეცხი სითხე ყველა ტიპის ქსოვილისათვის. სარეცხი სითხე დერმატოლოგიურად ტესტირებულია, არ იწვევს ალერგიას და არ აღიზიანებს კანს, შესაბამისად უსაფრთხოა ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად.
ბავშვისათვის ველიზე ასევე Zewa Kids, ბავშვის სველი ტუალეტის ქაღალდი შეგიძლია აღმოაჩინო, მგრძნობიარე კანისათვის. ტუალეტის ქაღალდი PH ნეიტრალურია. არ შეიცავს ალკოჰოლის, საღებავებსა და არომატიზატორებს.
ველიზე უნივერსალურ ნაჭრის ხელსახოცებსაც აღმოაჩენ, დახვეწილი დიზაინით, მრავალჯერადი გამოყენებისათვის. ახალი თაობის, ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი, ნაჭრის რულონები, მიკრობოჭკოვანი ქსოვილით შეგიძლია მრავალი ფუნქციით გამოიყენო ყოველდღიურად, განსხვავებული ტიპის ზედაპირზე.
აღმოაჩინე საწმენდი საშუალებები შენი სახლისთვის ველიზე
ველიზე ეკო პროდუქტებთან ერთად სტანდარტულ საწმენდ საშუალებებსაც შეხვდები შენი სახლისათვის. ველიზე კატეგორიაში სამზარეულოს მოვლა ჭურჭლის რეცხვისა და ტექნიკის დასუფთავებისათვის სხვადასხვა სახის პროდუქტებს იპოვი. გარდა ამისა, ველის ონლაინ თაროებზე ტილოებს & ჰიგიენურ ქაღალდებს, პარკებსა & ფოლგებს, და ჰაერის გამწმენდ საშუალებებს იპოვი.
VELI.store-ზე საჭირო პროდუქტებს სამრეცხაოსთვისაც შეხვდები. კატეგორიაში დაგხვდება როგორც აქსესუარები შენი სამრეცხაო ოთახისათვის, ასევე ჰიგიენური და ქსოვილის მოვლის საშუალებების დიდი არჩევანი.
თუკი საწმენდ საშუალებებს სააბაზანო ოთახისათვის ეძებ, ველიზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან შენთვის სასურველის არჩევას იოლად შეძლებ. შერჩეულ და შეძენილ ნივთებს კი თბილისსა და შემოგარენში, 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.