აღდგომას ლამაზად გაფორმებულ სუფრას განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს. ველიზე სააღდგომო სუფრის სერვირებისათვის არაერთ ნივთსა და აქსესუარს აღმოაჩენ, შენთვის სასურველ პროდუქტს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
შეარჩიე ტექსტილი და თასები სააღდგომო სუფრისთვის
იმისათვის, რომ სააღდგომო სუფრა ლამაზად გააფორმო, ტექსტილი, დაფები & თასები და სხვადასხვა აქსესუარი დაგჭირდება. ველიზე კი საჭირო ნივთების შერჩევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
სუფრები და რანერები
თუ საადღოგომო სუფრისათვის განსაკუთრებული ტექსტილის შერჩევა გსურს, ველიზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი დაგეხმარება. დახვეწილი არჩევანია mood.o, სუფრა Bagrationi გამორჩეული დიზაინით. პრინტი ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიულ ატლასში ასახული გერბების ინსპირაციით არის შექმნილი. ველიზე სუფრასთან ერთად mood.o, რანერი Bagrationi შეგიძლია აღმოაჩინო.
განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა ძველი სუფრა, სუფრა "ინტელიგენცია" ქართული ორნამენტებით. სუფრა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, 100%-ით ბამბისგანაა დამზადებული.
იმ შემთხვევაში, თუ სადა სუფრას ამჯობინებ, ზეზეწარი, სუფრა საუკეთესო არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს. კრემისფერი სუფრა ყავისფერი კანტით 70% ბამბის და 30% პოლიესტერისგან შედგება. ბრენდისგან ველიზე ასევე მატი მრგვალი ნაქარგით შეგიძლია აღმოაჩინო, შენი სუფრისათვის განსაკუთრებული ელემენტის შესამატებლად.
ველიზე სხვა ტექსტილთან ერთად ნაჭრის ხელსახოცების ნაკრები შეგხვდება, შენთვის სასურველი ფერის შერჩევას კი იოლად შეძლებ.
დაფები და თასები
ტექსტილთან ერთად, ველიზე შენი სააღდგომო სუფრისთვის დაფები და თასებიც შეგხვდება. კარგი არჩევანია Tescoma, სერვირების დაფა, რომელიც როგორც საჭრელად, ისე სერვირებისთვის გამოგადგება.
სუფრაზე სხვადასხვა კერძის სერვირებისთვის ასევე კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს Stelton, სერვირების თასი, რომელიც მაღალი ხარისხის მინისგანაა დამზადებული და სადა დიზაინით ხასიათდება. თუკი უპირატესობას ვინტაჟურ დიზაინს ანიჭებ, Nachtmann, Ethno, მინის თასი მოგეწონება. თასი კრისტალური მინისგან არის დამზადებული და გამძლეობით გამოირჩევა.
მინის თასების გარდა ველიზე Karaca, ფაიფურის თასი დაგხვდება. ფაიფურის თასი იდეალური ვარიანტია სოუსებისა და სხვადასხვა კერძის სერვირებისთვის.
ჭურჭელი სააღდგომო სუფრის სერვირებისთვის
ტექსტილისა და დაფების გარდა, ველიზე სუფრის სერვირებისათვის დახვეწილი დიზაინის მქონე, მაღალი ხარისხის ჭურჭლის დიდი არჩევანიც დაგხვდება.
თეფშები & დანა-ჩანგალი
სადა დიზაინით გამოირჩევა Tescoma, Legend, სადილის თეფში, რომელიც კარგი ვარიანტია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე განსაკუთრებული, სადღესასწაულო სუფრებისთვის.
თუკი შენი სუფრისთვის დახვეწილი დიზაინის, მაღალი ხარისხის თეფშს ეძებ Corelle, სადილის თეფში გამოგადგება. თეფში გამოწრთობილი მინისგან არის დამზადებული და ლურჯი ორნამენტებითაა გაფორმებული. სადილის თეფშებთან ერთად ველიზე Ardesto, დესერტის თეფში შეგხვდება. მარტივი დიზაინის თეფში უმაღლესი ხარისხის კერამიკისგანაა დამზადებული და სპეციალურად დესერტის სერვირებისთვისაა შექმნილი.
თეფშების გარდა, ველიზე Karaca, დანა-ჩანგლის ნაკრები 12 პერსონაზე შეგიძლია აღმოაჩინო. ფოლადისგან დამზადებული ნაკრები სადილისა და დესერტის დანას, ჩანგალსა და კოვზს მოიცავს, ამასთან ერთად მოჰყვება ჩაის კოვზებიც.
შედარებით მომცრო სუფრისთვის კი Eva Solo, Legio Nova, დანა-ჩანგლის ნაკრები 4 პერსონაზე, 16 ცალი გამოგადგება. ნაკრები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და იდეალურია როგორც სადღესასწაულო სუფრების სერვირებისთვის ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ჭურჭელი სასმლისთვის
სხვადასხვა სახის ალკოჰოლი, მათ შორის ღვინო & ცქრიალა სუფრის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ალკოჰოლისა და სხვა სასმლის სერვირება სუფრაზე დახვეწილად შეძლო, ველიზე სასმლის ჭურჭლის დიდ არჩევანს შეხვდები.
მაგალითისთვის, Villeroy & Boch, Ovid, ღვინის ჭიქების ნაკრები, 380 მლ, 4 ცალი გამორჩეული დიზაინით კარგი არჩევანია ღვინის სერვირებისთვის. ჭიქების დიზაინი სპეციალურად არის შექმნილი ღვინის გემოსა და არომატის გაძლიერებისთვის.
ორნამენტებიანი დიზაინით გამოირჩევა Pasabahce, ღვინის ფუჟერი, 270 მლ, 6 ცალი გამძლე სტრუქტურით. თუკი ალკოჰოლთან ერთად, ჭურჭელს უალკოჰოლო სასმლის სერვირებისთვისაც ეძებ, შესაძლოა შენთვის საინტერესო ვარიანტი აღმოჩნდეს LAV, წვენის ჭიქების ნაკრები, 340 მლ, 6 ცალი, რომელიც არ იკაწრება და შესაფერისია წყლის, წვენის, გაზიანი სასმელების და კოქტეილებისთვის.
ველიზე შერჩეულ პროდუქტებს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.