ბეწვა ხერხი სპეციალური ხერხია, რომელიც წვრილი და დეტალური ჭრისთვის გამოიყენება. მოწყობილობა თავისი ვიწრო და თხელი პირით ეხმარება ხელოსნებსა თუ ხის ოსტატებს რთული ფორმების და ელემენტების შექმნაში. VELI.store-ზე ონლაინ აღმოაჩენ კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, სადაც შეძლებ შეარჩიო ელექტრო ხერხები თუ სხვა ხელსაწყოები. შეუკვეთე და შენაძენი უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე 3 საათში იქნება.
INGCO-ს ბრენდის ბეწვა ხერხი ველიზე
ხის და ლითონის მასალების ზუსტი ჭრისთვის არის განკუთვნილი INGCO-ს ელექტრო ბეწვა ხერხი. მოწყობილობის გაუმჯობესებული მანევრი საშუალებას იძლევა ნაკლები ძალისხმევით გამოიჭრას სასურველი ფიგურა. ჭრის და ხერხვის სიღრმე ხის შემთხვევაში 80 მმ, ხოლო ფოლადის შემთხვევაში 8 მმ-ია.
ბიუჯეტურ ფასად შეგიძლია შეარჩიო ველიზე WADFOW ბეწვა ხერხი, რომელსაც 400 ვატი სიმძლავრე აქვს. ჭრის სიღრმე ამ მოწყობილობის შემთხვევაში ხისთვის 55 მმ, ხოლო ლითონისთვის 3 მმ-ია.
შეარჩიე მაღალი სიმძლავრის ბეწვა ხერხები ონლაინ
მაღალი სიმძლავრის მოწყობილობებიდან ველიზე აღმოაჩენ INGCO-ს ბეწვა ხერხს, რომელსაც 800 ვატი აქვს. ხერხი აღჭურვილია 4 საფეხურიანი ქანქარის ფუნქციით და 00-დან 450-მდე ძირის დახრის კუთხით. მოწყობილობას მოყვება 5 ხერხის პირი, რაც პროდუქტის მრავალფუნქციურ გამოყენებას უზრუნველყოფს.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად, 800 ვატიანი სიმძლავრით, შეგიძლია შეარჩიო TOTAL ბეწვა ხერხი, რომელსაც დანის 5 ცალი პირი მოყვება. ამ შემთხვევაში დატვირთვის სიჩქარე 800-3000 ბრ/წთ-ია. ხერხს აქვს ალუმინის ძირი და ქანქარული 4 საფეხურიანი სვლა. აღმოაჩინე ბეწვა ხერხების ფართო არჩევანი ველიზე, გადახედე სანტექნიკის თუ ელექტროობის ქვეკატეგორიას, შეარჩიე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.