სარემონტო ტექნიკისა და აქსესუარების შეძენა VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. აქ შეხვდება ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა: ხელსაწყოები & დანადგარები, ელექტროობა თუ სანტექნიკა. შეუკვეთე შენთვის სასურველი პროდუქტები ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
INGCO ჩინური ბრენდია, რომელიც 1998 წლიდან ქმნის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს. კომპანია აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ხრახნდამჭერები, ბურღები, კუთხსახეხები, ჩაქუჩები, მაღალი წნევის აპარატები თუ დამცავი აღჭურვილობა.
აღმოაჩინე INGCO-ს ბრენდის კუთხსახეხები ონლაინ
კუთხსახეხი ელექტრო ინსტრუმენტია, რომელიც ლითონის, ქვის, ბეტონის, ხისა და სხვა მასალების დაჭრისთვისა და წმენდისთვის გამოიყენება. VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო INGCO-ს კუთხსახეხი, რომელიც მოსახერხებელია ლითონის, ქვისა და ხის დასამუშავებლად. მოწყობილობას აკუმულატორიანი კვების სისტემა აქვს, რაც საშუალებას იძლევა ნივთი ელექტრო კაბელების გარეშე იქნეს გამოყენებული. 3000/8500 ბრ/წთ სიჩქარიდან გამომდინარე, სპეციფიკის მიხედვით, შესაძლებელია სიჩქარის სასურველ დონეზე რეგულირება. კუთხსახეხს მცირე დამცავი საფარი აქვს, რაც მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენებას განაპირობებს.
ბიუჯეტურ ფასად შეიძლება შეიძინო INGCO AG7118 710W კუთხსახეხი, რომელიც მოსახერხებელია როგორც პროფესიონალისთვის, ასევე საოჯახო საქმეების დროსაც. მოწყობილობას კომფორტული სახელური აქვს, რაც უკეთეს კონტროლს უზრუნველყოფს მუშაობისას. ველიზე გარდა კუთხსახეხებისა შეგიძლია შეარჩიო ელექტრო ხერხები თუ შედუღების აპარატები.
შეარჩიე მულტიფუნქციური ელექტრო პერფორატორები
ელექტრო პერფორატორი ინსტრუმენტია, რომელიც ბეტონის, აგურის, ქვისა და სხვა მყარი მასალის ბურღვისა თუ ჭრისთვის გამოიყენება. მრავალფუნქციურობით გამოირჩევა INGCO-ს ელექტრო პერფორატორი, რომელსაც ადვილად რეგულირებადი 4 რეჟიმი აქვს. დარტყმის 5000 bpm სიხშირის დახმარებით 26 მმ ბეტონის გაბურღვაც შესაძლებელი ხდება. ელექტრო პერფორატორს კომპლექტში მოყვება: 3 ბურღი, 1 სანგრევი, 2 აკუმულატორი და დამტენი. მოწყობილობაში ინტეგრირებული ნათურა კი დაბალი განათების პირობებში მუშაობისას ხილვადობას აუმჯობესებს.
ველიზე მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებში ერთიანდება INGCO-ს უსადენო ბურღ-სახრახნისი. პროდუქტი განკუთვნილია ხრახნების დასაჭერად და მსუბუქი საბურღი სამუშაოებისთვის. ბურღ-სახრახნისს ასევე მოყვება აკუმულატორი, დამტენი და ბიტი. სწრაფდამჭერი თავაკების დახმარებით კი მარტივდება ბიტების შეცვლის პროცესიც.
INGCO-ს ბრენდის აქსესუარები
ველიზე INGCO-ს ბრენდის სხვადასხვა აქსესუარებსაც აღმოაჩენ. მოსახერხებელი ნივთია სამუშაო ფეხსაცმელი ლითონის დამცავით, რომელიც წყალგაუმტარია. პროდუქტს მოცურების საწინააღმდეგო ძირი აქვს, რომელიც პოლიურეთანის მასალისგან არის დამზადებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც კარგი დამხმარეა ნებისმიერი სამუშაოს დროს. კომპლექტში სარეთო ჯამში ერთიანდება 120 ხელსაწყო, მათ შორის არის, ქვის საბურღი პირი, დამჭერი, საჭრელი, მაგნიტური თავაკები თუ თარაზო.
აღმოაჩინე INGCO-ს ბრენდის ტექნიკა ველიზე, გადახედე კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, შეარჩიე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.