გერმანული ბრენდის, REMEMBER-ის, აღმოჩენას VELI.store-ზე ექსკლუზიურად შეძლებ. აქ დაგხვდება კომპანიის მიერ შექმნილი სათამაშოები, სახლის მოწყობის აქსესუარები თუ ნივთები მოგზაურობისთვის. ველის ციფრული თაროებიდან ბრენდის ეს ფერადი ნივთები სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო. დაამატე კალათაში პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
REMEMBER-ის სათამაშოები ველიზე
გონების ვარჯიშთან ერთად REMEMBER, ფაზლის დახმარებით შეგიძლია ინტერიერის დეკორაციის ერთ-ერთი ელემენტიც შექმნა. ფაზლი 500 ნაწილისგან შედგება და რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან. დიზაინი აბსტრაქტულია და შედგება ფერადის წრეებისგან.
სტრატეგიული თამაშების მოყვარულთათვის კარგი ვერსიაა REMEMBER, სამაგიდო თამაში, Signale. თამაში აერთიანებს 44 ფერად ბარათს, ხის 5 ცილინდრს და ინსტრუქციას. მოთამაშეებმა ყურადღებით უნდა დაიცვან სიგნალები და სწორად შეასრულონ დავალებები. ინტერაქციული კონცეფციის დამსახურებით თამაში სახალისო როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვისაც. კომპაქტური შეფუთვის წყალობით კი თამაშის გადაადგილება მარტივდება ნებისმიერ ადგილას.
აღმოაჩინე ნივთები სახლის მოწყობისთვის
შიდა და გარე გამოყენებისთვის მოსახერხებელი ვერსიაა REMEMBER, მაგიდის სანათი, რომელიც მინიატურული ზომისაა (18 სმ). კაბელის გარეშე ნათურა უზრუნველყოფს 46 საათიან უწყვეტ განათებას. მოწყობილობას USB-C პორტი აქვს და ამ გზით იმუხტება. გარდა ამისა, 3 სხვადასხვა რეჟიმი უზრუნველყოფს სასურველი განათების ტონი სივრცეს იოლად შეუსაბამო. სანათის დამუხტვის დრო 5 საათია, ხოლო IP44 ფუნქციის დახმარებით ნივთი წყლისგან სრულად დაცულია.
სამზარეულოს აქსესუარებიდან ველიზე შეგხვდება REMEMBER, წვენის ჭიქების ნაკრები. მრავალფეროვანი ფერები სხვადასხვა გრაფიკული ელემენტით, მხიარულ და თანამედროვე ვიზუალს ქმნის. ჭიქები ბოროსილიკატის მასალისგან არის დამზადებული და გამოიყენება წვენისთვის, წყლისა თუ ლიმონათისთვის.
ცხელი და ცივი სასმელების მოსამზადებლად ველიზე REMEMBER, ჩაის დასაყენებელი შეგხვდება. პროდუქტი მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისა და ფაიფურისგან არის დამზადებული, რაც დიდი ხნის განმავლობაში გამძლეობას განაპირობებს. ჩაის დასაყენებელს თან მოყვება ფილტრი, რომელიც როგორც დაფქული, ასევე ფოთლოვანი ჩაის დაყენების საშუალებას იძლევა.
შეარჩიე აქსესუარები მოგზაურობისთვის
მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნივთის კომპაქტურად მოთავსებას REMEMBER, სამგზავრო ჩანთაში შეძლებ. პროდუქტი პოლიესტერისგან არის შექმნილი და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ იერს. ჩანთა ელვა შესაკრავიანი შიდა და გარე განყოფილებების საშუალებით იტევს დაახლოებით 25 კგ-მდე ბარგს. მოსახერხებელია მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის, სავარჯიშოდ ან აუზზე წასაღებად.
ლაშქრობისას თუ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული ნივთია REMEMBER, თერმოსი. პროდუქტი 24 საათის განმავლობაში უცვლელი ტემპერატურით განაპირობებს ცივი და ცხელი სასმელების შენახვას. მჭიდრო ხრახნიანი თავსახური კი ქნის სრულ ჰერმეტულობას.
სიცივისგან თავდასაცავად თუ უბრალოდ სტილის შესაქმნელად ველიზე შალისა და ქაშმირისგან დამზადებული REMEMBER, ქუდი შეგიძლია აღმოაჩინო. იშოპინგე ველიზე სახლიდან გაუსვლელად, შეარჩიე REMEMBER-ის ბრენდის აქსესუარები, შეუკვეთე და მიიღე გერმანული ხარისხის პროდუქტები უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.