Pylones ექსკლუზიური ფრანგული ბრენდია, რომელიც 1985 წლიდან უნიკალური და კრეატიული დიზაინის მქონე ნივთებს აწარმოებს. ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები, სამზარეულოს აქსესუარები თუ ლანჩბოქსები. გადახედე ბრენდის ნივთებს VELI.store-ზე და შეარჩიე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად.
Pylones-ის ჩანთები ველიზე
Pylones გამოირჩევა მრავალფეროვანი ზურგჩანთების არჩევანით. პატარა ზომის (28 x 11 x 40 სმ) და კომპაქტურია PYLONES, ზურგჩანთა, რომელიც 15 კგ-მდე ტევადობის არის. ჩანთას შეფუთული და რეგულირებადი მხარზე გადასაკიდები აქვს. სპეციალური საზურგე კი უზრუნველყოფს არასასურველი ზურგის ტკივილის შემცირებას. 1 მთავარი ჯიბე ელვა შესაკრავთან ერთად, 1 ლეპტოპისთვის და 3 დამატებითი ჯიბე კომფორტულია ნებისმიერი ნივთის მოსახერხებელი შენახვისთვის.
სამსახურში თუ პიკნიკზე საკვების გადასაადგილებლად კარგი ვარიანტია PYLONES, ლანჩის ჩანთა, რომლის ტევადობა 6 ლიტრია. ჩანთაში საკმარისი ადგილია ნებისმიერი ტიპის საკვებისთვის და ასევე იზოთერმული ბოთლისთვისაც. შიდა ჯიბე და მხარზე გადასაკიდი საშუალებას იძლევა ჩანთა ნებისმიერ ადგილას მოსახერხებლად მოთავსდეს.
მოგზაურობისას თუ უბრალოდ ლაშქრობის დროს ნივთების სატარებლად გამოგადგება PYLONES, წელის ჩანთა. ფართო შიდა განყოფილებებითა და ჯიბეებით, ჩანთაში ყველა საჭირო აქსესუარი შეგიძლია მოათავსო.
სამზარეულოს ნივთები
სამზარეულოს ტექნიკიდან ველიზე შეგხვდება Pylones 35709 JAR G ტოსტერი. ეს მოწყობილობა გამოიყენება გალღობის, ხელახლა გაცხელებისა და ტოსტინგის პროცესისთვის. ტოსტერს აქვს გრილის სხვადასხვა რეჟიმი. სასურველი ტემპერატურის არჩევა, გადართვა თუ კონტროლი კორპუსზე მოთავსებული რეგულატორით მარტივდება. სამზარეულოს აქსესუარებიდან ასევე შეგიძლია აღმოაჩინო Pylones-ის ყველის საჭრელი დაფა, კარაქის დანა თუ სახეხი.
Pylones-ის აქსესუარები
Pylones-ის აქსესუარებიდან გამორჩეულია საკანცელარიო ნივთები. ველიზე დაგხვდება PYLONES, მაგნიტური ბლოკნოტი, რომელიც საერთო ჯამში 50 გვერდისგან შედგება. უკანა მხარეს არსებული მაგნიტის საშუალებით ბლოკნოტი მარტივად ეწებება ლითონის ზედაპირებს (მაგალითად, მაცივრის კარებს). აქვე შეგიძლია აღმოაჩინო ბურთულიანი კალამი თუ კალმის სათავსო.
შეარჩიე Pylones-ის ბრენდის აბაზანის აქსესუარები თუ სერვირების ნივთები, შეუკვეთე სასურველი პროდუქტები ონლაინ და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.