კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

ძაღლის აქსესუარები

20 პროდუქტის ჩვენება

თუკი სახლში ძაღლი გყავს, შესაძლოა მისთვის საკვებისა და ჰიგიენის საშუალებების გარდა სხვადასხვა აქსესუარები დაგჭირდეს. ველიზე ძაღლის აქსესუარების ფართო არჩევანს აღმოაჩენ და შენთვის სასურველს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ.

 

ძაღლის ყოველდღიური აქსესუარები ველიზე


ყოველდღიურად შენი ძაღლისთვის სხვადასხვა აქსესუარი შეიძლება დაგჭირდეს, მაგალითად, ჯამები კვებისათვის ან საბელები სეირნობისათვის. ველიზე შენთვის სასურველი აქსესუარების შერჩევას შენი ძაღლისათვის იოლად შეძლებ.

 

შეარჩიე ჯამები საკვებისთვის

 

ძაღლისთვის საკვები ჯამები მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომ ცხოველს კვების რუტინა ჩამოუყალიბო და საკვების რაოდენობაც სწორად განსაზღვრო. იმ შემთხვევაში, თუ შენი ძაღლისთვის მეტალის ჯამს ეძებ, Beeztees, ძაღლის ჯამი ასევე კარგი არჩევანია. თუკი პლასტმასის ჯამს ამჯობინებ, Moderna, პლასტმასას ჯამი საკვებისთვის, 350 მლ. ტევადობით, კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. იმავე დიზაინის ჯამს ველიზე სხვა მოცულობით და განსხვავებულ ფერებში აღმოაჩენ.  VELI.store-ზე Moderna-ს პროდუქციის დიდი არჩევანი დაგხვდება, პლასტმასის ჯამების შერჩევას კი შენი გემოვნებისა და ძაღლის საჭიროებების მიხედვით შეძლებ.

 

საბელები და საყელოები 

 

სეირნობა ძაღლისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან ცხოველისათვის მოძრაობა აუცილებელია, განსაკუთრებით, ქალაქში ცხოვრებისას. ველიზე განსხვავებული დიზაინისა და ზომის საბელები და საყელოები შეგიძლია აღმოაჩინო. თუკი გინდა ძაღლის გასეირნებისას ხელები თავისუფალი გქონდეს,  M-PETS, ძაღლის რეგულირებადი საყელო გამოგადგება. პროდუქტი მოსახერხებელი და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა, გარდა ამისა, დამზადებულია ეკომეგობრული მასალისგან. 

 

თუ ძლიერი საბელი გჭირდება M-PETS ძაღლის საბელი, M ასევე კარგი ვარიანტია. საბელი პოლიესტერისგან არის დამზადებული, არ აღიზიანებს ძაღლის კანსა და ბეწვს და რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

 

დაათვალიერე სათამაშოები შინაური ცხოველისთვის

 

კვებისა და სეირნობის გარდა, შენი შინაური ცხოველისათვის გართობაც აუცილებელია. ველის ონლაინ თაროებზე ძაღლის სათამაშოები შეგხვდება, რომ შენს ძაღლს ყოველდღიურობა გაუხალისო.

 

საინტერესო არჩევანია KONG-ის რბილი სათამაშო ძაღლისთვის, ვარდისფერი გოჭის ფორმით. სათამაშო რეზინისგანაა დამზადებული და ღეჭვისას ხმებს გამოსცემს, რაც ნებისმიერი ასაკის ძაღლისათვის კარგი გასართობია. ასევე კარგი ვარიანტია M-PETS, ძაღლის სათამაშო ძვლის ფორმით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბამბისგანაა დამზადებული და იდეალურია მსუბუქი ღეჭვისათვის.

 

ველიზე შენი ძაღლისათვის აქსესუარების შერჩევა ონლაინ შეგიძლია, შენაძენს კი საქართველოში ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მიიღებ.

 

აღმოაჩინე ძაღლის საწოლები და ჩანთები ონლაინ

 

პირადი სივრცე შინაური ცხოველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ შენს ძაღლს უსაფრთხო გარემო მოუწყო, საჭირო ნივთებით, ველიზე საწოლებსა და სახლებს აღმოაჩენ. მაგალითისთვის, My Dog-ის ძაღლის საწოლი ანტიალერგიული, კომფორტული და რბილი, ორთოპედიულია საწოლია შენი ძაღლისათვის, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ძაღლის ანატომიას, რომ მისი მშვიდი, ჯანსაღი ძილი და დასვენება უზრუნველყოს. თუკი დახურულ სახლსა და საწოლს ამჯობინებ Camon-ის ძაღლის და კატის სახლი გამოგადგება. სახლი პოლიკოტონისგანაა დამზადებული და პატარა ან საშუალო ზომის შინაური ცხოველებისათვის არის განკუთვნილი.

 


VELI.store-ზე სახლებისა და საწოლების გარდა, გადამზიდები და ჩანთები შეგიძლია იპოვო. გადამზიდი მოსახერხებელი აქსესუარია თუ შენს შინაურ ცხოველთან ერთად სამოგზაუროდ ან ქალაქგარეთ გადიხარ. მაგალითად, Beeztees, ძაღლის სატრანსპორტო კონტეინერი შენი შინაური ცხოველის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში დაგეხმარება. აქვე იპოვი სამგზავრო ჩანთას ძაღლისთვის, ნეილონის მასალისგან, ძაღლის კომფორტულად და მოხერხებულად მგზავრობისთვის. 

 

ველიზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.