კატები დამოუკიდებელი ცხოველები არიან და ყოველთვის პოულობენ თავიანთ გასართობ გზებს. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავს ან აპირებ ყოლას, მისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად სხვადასხვა აქსესუარი დაგჭირდება.
VELI.store-ზე ფართო ასორტიმენტიდან ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეს კატის მოსავლელად. მათ შორის სათამაშოები, საწოლები, საფხაჭნები კონკრეტული ტიპის ჰიგიენური საშუალებები და სხვა უამრავი აქსესუარი შინაური ცხოველის ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
კატის აქსესუარები, რომლებსაც ველიზე შეიძენ
აღმოაჩინე ყველა საჭირო აქსესუარის მრავალფეროვნება პოპულარული ბრენდებისგან, მათ შორის KONG, M-PETS, Koopman, BioPetActive, Beeztees, Pawstar. შეარჩიე გამძლე, ინოვაციური და ფუნქციური აქსესუარი ყველა ჯიშის, ზომისა და ხასიათის კატებისთვის კონკურენტული ფასებითა და შოპინგის საუკეთესო გამოცდილებით.
საწოლი
შინაურ კატებს ადამიანებივით სჭირდებათ ისეთი ნივთები, რომლებშიც კომფორტულად დაიძინებენ. ველიზე აღმოაჩენ საინტერესო ბალიშის ფორმის საწოლებზე, რომელიც ძალიან რბილია. ყველა კატას უყვარს თბილ საწოლში ძილი, რადგან ეს ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას.
სახლები
კატებს სიმშვიდეს ანიჭებს სახლი, სადაც მათ შეუძლიათ დაისვენონ, ითამაშონ და განმარტოვდნენ. ველის ონლაინ კატალოგში წარმოდგენილი კატის სახლები დამზადებულია პლასტმასისგან, რბილი ქსოვილისგან, ხისგან. უმეტესობა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და დიზაინში, რომლებიც კარგად ერწყმის დეკორაციას.
სათამაშოები
კატებს უყვართ თამაში. სათამაშოები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. მათ გარეშე კატა შეიძლება მოწყენილი, მოუსვენარი ან აგრესიულიც კი გახდეს. კატებისთვის ბრჭყალების მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი პროცედურაა. საფხაჭნები კარგი საშუალებაა კლანჭების გაწმენდისა და ალესვის ბუნებრივი ინსტინქტის დასაკმაყოფილებლად. ველიზე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი სტილის, ფერისა და დიზაინის, რამდენიმე პლატფორმითაც კი.
სატრანსპორტო ჩანთები და გადამზიდები
თუ კატასთან ერთად მოგზაურობ ან ვეტერინართან ვიზიტი დაგეგმე შინაური ცხოველების სატრანსპორტო კონტეინერი დაგჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვენტილაციასაც და კატას თავს დაცულად აგრძნობინებს.
ჯამები და დისპენსერები
კატებისთვის ულვაში ძალიან მგრძნობიარე ნაწილია და ურჩევნიათ, თუ საკვების მირთმევისას, მათ ჯამს არ შეახებენ, ამიტომ, ბრტყელძირიანი ჭურჭელი მათ სრულ კომფორტს შეუქმნის. ჯამი დისპენსერთან ერთად კი მულტიფუნქციური და ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ შინაურმა ცხოველმა საკვები და წყალი ერთდროულად მიიღოს.
მოიმარაგე ძაღლის სათამაშოები, შეარჩიე ვიტამინები და მინერალები. პატარა ზომის ცხოველებისთვის კი ნახე მღრღნელების აქსესუარები მუდმივად განახლებადი ასორტიმენტით. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, უფასო მიწოდებით.