ყველა მშობლისათვის, ბავშვის კვება და რაციონის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვილებისთვის საკვები როგორც ენერგიის, ასევე ზრდის წყაროა, ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვის საკვები ვიტამინებითა და მინერალებით იყოს დაკომპლექტებული. ველიზე წამყვანი ფრანგული ბრენდის, Babybio-ს ბავშვთა კვების პროდუქციას აღმოაჩენ.
Babybio-ს პროდუქცია ველიზე
VELI.store-ზე Babybio-ს სხვადასხვა სახის პროდუქციას შეხვდები, მათ შორის ხილფაფებს, კონფიტიურებს, ლანჩ მენიუებს, პიურეებსა და ურძეო ფაფებს.
ხილფაფები და კონფიტიურები
ფაფები და ხილფაფები ბავშვის კვების განუყოფელი ნაწილია. კარგი ვარიანტია ვიტამინებით სავსე Babybio ხილფაფა გარგარი, ბანანი და ვაშლი, რომელიც 6 თვიდან ჩვილებისთვის არის რეკომენდებული. ხილფაფა არ შეიცავს გლუტენს, შაქარსა და რძის დანამატს.
ველიზე პატარებისათვის კონფიტურების აღმოჩენაც შეგიძლია. გემოვნების მიხედვით შეგიძლია გემოების სხვადასხვა კომბინაცია შეარჩიო, მაგალითად, მარწყვი, მოცვი და ვაშლი ან კონფიტიური ატამის, მსხლისა და ვაშლის გემოთი.
ლანჩ მენიუები
Babybio-ს ლანჩ მენიუებში ბოსტნეულის პიურეები შეგხვდება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ხორცის დანამატით.
პიურეები
თუკი ჩვილისათვის ბოსტნეულის პიურეს ეძებ, შესაძლოა ბარდას პიურე კარგი არჩევანი აღმოჩნდეს. ბარდა გამდიდრებულია პროტეინებით, ვიტამინებით, მინერალებითა და რკინით, რომელიც ძვლისათვის უმთავრესი საშენი მასალაა. ბარდა ასევე მდიდარია ბოჭკოთი და აუმჯობესებს მცენარეული თუ ცხოველური საკვების შეწოვის პროცესს.
ასევე კარგი ვარიანტია გოგრას და სტაფილოს პიურე Babybio-სგან. გოგრა და სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინს, ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტებს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში.
მულტივიტამინური შემადგენლობა აქვს ძირთეთრას, ბროკოლის, მწვანე ლობიოსა და კარტოფილი პიურეს ბავშვებისათვის 12 თვიდან. ბროკოლი მდიდარია A, C და K ვიტამინებითა და ფოლატით, რაც ეხმარება იმუნურ სისტემას სრულყოფილად ჩამოყალიბებაში. მწვანე ლობიო და ძირთეთრა ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში. კარტოფილი კი მდიდარია ნახშირწყლებით და შესაბამისად ენერგიით ამარაგებს პატარას.
ლანჩ მენიუ ხორცით
იმისათვის, რომ პატარამ ბოსტნეულთან ერთად პროტეინებიც მიიღოს, სასურველია მის კვებაში ხორციც ჩართო. ველიზე Babybio-სგან ლანჩ მენიუ - ბოსტნეულის პიურე "ბოლონეზე" საქონლის ხორცით შეგხვდება, რომელიც ბოსტნეულის ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, ხორცის შემადგენლობითაც მდიდარია.
თუკი გსურს შენი პატარას მენიუ თევზის პროდუქტით გაამდიდრო, ლანჩ მენიუ პიურე ვირთევზა ბოსტნეულის რაგუთი გამოგადგება. ვირთევზა საუკეთესო ცილოვანი პროდუქტია, ბოსტნეულის რაგუში შემავალი ვიტამინები და მინერალები კი ბავშვისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდებას უზრუნველყოფს.
შენთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეძენილ პროდუქტს კი თბილისის მასშტაბით, 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.