თუ სახლისთვის მაღალი ხარისხის ჭურჭელსა და სხვა აქსესუარებს ეძებ, გერმანული ბრენდის, Villeroy & Boch-ის პროდუქცია შესაძლოა საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს. ველიზე ბრენდის პროდუქტების ფართო ასორტიმენტს აღმოაჩენ, შენთვის სასურველის შერჩევა კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
Villeroy & Boch-ის პროდუქციის დიდი არჩევანი ველიზე
გერმანული ბრენდის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა საჭირო ნივთს მოიცავს. ველიზე ბრენდისგან ყოველდღიური და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ჭურჭელს, ლარნაკებსა და სხვადასხვა აქსესუარებს შეხვდები.
აღმოაჩინე ჭურჭელი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის
სადღესასწაულო აღნიშვნა და განსაკუთრებული სუფრები, წარმოუდგენელია ალკოჰოლის გარეშე. ალკოჰოლის დახვეწილად სერვირებისთვის Purismo, ღვინის დეკანტერი გამოგადგება. ჭურჭელი გამძლე, მდგრადი მინისგან არის დამზადებული, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს. დეკანტერთან ერთად Ovid, ღვინის ჭიქების ნაკრები შეგიძლია შეარჩიო, რომლის სპეციალურად ღვინის გემოსა და არომატის გაძლიერებისთვისაა შექმნილი, განსაკუთრებული დიზაინით.
ალკოჰოლის სერვირებასთან ერთად, სადღესასწაულო სუფრაზე დესერტიც აუცილებელი ელემენტია. ამისათვის კი დესერტის სერვირების ლანგარი გამოგადგება. ლანგარი ფაიფურისგანაა დამზადებული და სუფრას გამორჩეულ სისადავესა და დახვეწილობას შესძენს.
ველიზე ბრენდისგან დანა-ჩანგლის და კოვზის ნაკრები, 24 ცალი შეგხვდება. პროდუქტი უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და მდგრადია ნაკაწრების მიმართ.
დახვეწილ სუფრას ასევე ხელსახოცის რკალი მოუხდება. სადა და დახვეწილი რკალი ხელსახოცებით სუფრის ლამაზად გასაფორმებლად იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს.
სააღდგომო სუფრის სერვირებისთვის
სააღდგომო სუფრა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სადღესასწაული აღნიშვნაა. Villeroy & Boch-ის პროდუქტებში სპეციალურად სააღდგომოდ შექმილ ნივთებს აღმოაჩენ. სადილის სერვირებისთვის სააღდგომო ჯამი იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. ფაიფურის ჯამი სააღდგომო ბაჭიების პრინტით, დახვეწილად მოერგება შენს სუფრას.
სააღდგომო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი წითლად ან სხვადასხვა ფერად შეღებილი კვერცხებია. სუფრისთვის კარგი ვარიანტია სააღდგომო კვერცხის სადგამი უმაღლესი ხარისხის ფაიფურისგან.
დეკორატიული ფუნქციით ასევე შეგიძლია სააღდგომო ყვავილის დეკორი გამოიყენო.
ჭურჭელი და აქსესუარები ყოველდღიური გამოყენებისთვის
სადღესასწაულო სუფრების გარდა, ყოველდღიური გამოყენებისთვის ველიზე ფაიფურის საკარაქე შეგხვდება. საკარაქე სადა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და მაღალი ხარისხის ფაიფურისგან არის დამზადებული.
ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის შეგიძლია მინის გრაფინი შეარჩიო. ელეგანტური გრაფინი ფუნქციური და პრაქტიკულია, გარდა ამისა, მას დახვეწილი დიზაინიც გამოარჩევს. გრაფინთან ერთად ველიზე ბრენდისგან წყლისთვის ან სხვა სასმლისთვის ჭიქა, 300 მლ, 4 ცალი დაგხვდება.
წყლის ჭიქის გარდა, შესაძლოა ყავის ჭიქებიც დაგჭირდეს. უმაღლესი ხარისხის ფაიფურის ყავის ჭიქა კარგი ვარიანტია ცხელი სასმელებისთვის, გამძლე მასალა კი მის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ლარნაკების ფართო არჩევანი
სუფრის ყვავილებით გასაფორმებლად, შესაძლოა ლამაზი ლარნაკები დაგჭირდეს. ველიზე Villeroy & Boch-ის მინის ლარნაკი შეგხვდება. კრისტალური მინისგან დამზადებული ლურჯი ლარნაკი შენს სუფრას თუ ყვავილებს კუთხეს განსაკუთრებით დახვეწილს გახდის.
თუკი კერამიკის ლარნაკს ეძებ, ველიზე Lave, კერამიკის ლარნაკი შეგიძლია აღმოაჩინო. დეკორატიული და სადა ლარნაკი იდეალური დანამატი შეიძლება აღმოჩნდეს შენი ინტერიერისთვის.
ველიზე ასევე Retro Accessories, მინის სასანთლე დაგხვდება. სასანთლე ვინტაჟურ სტილშია შექმნილი, კრისტალური მინისგან. განსაკუთრებული ელეგანტურობის გარდა, სასანთლე გამძლე და პრაქტიკულიცაა.
ბრენდის პროდუქციას ველის ონლაინ თაროებზე, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ. შენ მიერ შერჩეულ ნივთებს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.